მალაგას შეტევითი ხაზი ანგარიშგასაწევია
სამეფო კლუბის მცველმა, ალვარო არბელოამ გუნდის ოფიციალურ სპონსორთან მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით ისაუბრა...
"მალაგელთა შეტევითი ხაზი ძალიან სახიფათოა, ისინი კრეატიული მოთამაშეები არიან და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ თამაშის სადავეების ხელში აღება. რად ღირს კაზორლა, ისკო და ხუაკინი, ეს გუნდი ძალიან კარგად დაკომპლექტდა. პელეგრინის გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა."
"გუნდი მხოლოდ ჩემპიონობაზე ფიქრობს, წლეულს მართლაც შესანიშნავად გამოვიყურებით და ასეთი სეზონის წყალში ჩაყრა არ შეიძლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოპოვებული სხვაობა მდევართან შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან ურთულესი მატჩები გველის, მაგრამ დიდი შანსი გვაქვს სიბელესზე ზეიმის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ."
"უახლოეს თვეებში ყველაფერი გადაწყდება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ თითოეული შეხვედრის მოსაგებად, სხვა გზა არ გვქვს."
"წინა ხაზში ყველაფერი რიგზეა, გუნდს ჰყავს კრიშტიანო რონალდო, გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა, რომლებიც გოლების კორიანტელს ატრიალებენ, ნამდვილად კარგი შეტევითი ხაზი ჩამოვაყალიბეთ, რომლის იმედზე ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია ყოფნა."
"ყოველთვის მინდოდა, რომ "ბლანკოსის" 17 ნომრიანი მაისური მომერგო, რადგან ყოველთვის კარგად ვასპარეზობდი ამ ნუმერაციით. ჩემი კარიერა კასტილიაში სწორედ 17-ით დავიწყე, შემდეგ იყო დეპორტივო და ლივერპული, სადაც იდენტური ნომერი მქონდა, ახლა კი სამეფო კლუბის მთავარ გუნდშიც 17 ვარ."
- 17 მარტი 2012
- 1 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.