100-100

სამეფო კლუბის გოლეადორებს, კრიშტიანუ რონალდუსა და გონსალო იგუაინს, პრიმერა დივიზიონში, "თეთრი" მაისურით 98-98 გოლი დაუგროვდათ.

ნიშანდობლივია, რომ პორტუგალიელმა მეგა-ვარსკვლავმა ოთხმოცდათვრამეტი ბურთი 89 დაპირისპირებში გაიტანა, ხოლო არგენტინელს ამისთვის 205 მატჩის ჩატარება დასჭირდა (განსხვავება შთამბეჭდავია - ავტ).მადრიდისტების მიზანი უახლოეს მატჩში "მალაგასთან," საიუბილეო ბურთების შეყრა იქნება.თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას, რონისა და პიპას ასიანებმა მიმდინარე უიქენდზე არ უნდა დააყოვნოს, რამეთუ პელეგრინის შეგირდები კრიშტიანუს 10-ჯერ ჰყავს დამწუხრებული (5 თამაში), ხოლო იგუაინს 8-ჯერ (ასევე 5 თამაშში).

ალბათ, რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფეხბურთელთა კომპონენტში, რომლებმაც 100 გოლიან ნიშნულს ძალზედ სწრაფად მიაღწიეს.ამის ნათელი დასტური სამეფო კლუბის ისტორია, სადაც ისეთ ლეგენდარულ გოლეადორებს, როგორებიც არიან სანჩესი, სანტილიანა და რაული, 100 გოლის შესაყრელად დასჭირდათ, შესაბამისად 170, 223 და 212 მატჩი.

მიმდინარე სეზონში "რეალის" აქტივში 88 ბურთია.აქედან 55% (49) რონალდუსა და გონსალოს დამსახურებაა.აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად, ელ პიპა ესპანეთის პირველობის ყველაზე ეფექტური მეგოლეა, რამეთუ მეტოქეთა კარის ბადეს ყოველ 70 წუთში არხევს (რონალდუ - 71, მესი - 72).

ერთი სიტყვით, "მალაგას" წინააღმდეგ შესანიშნავი ბომბარდირების ბენეფისს უნდა ველოდოთ.

პ.ს. ზოგიერთი ესპანური გამოცემა და მათ შორის "მარკა," რონალდუს აქტივში 98 გოლის ნაცვლად, 99 გოლს თვლის.აღნიშნულ სტატიაში, მოყვანილია "ას"-ის ცნობები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)