ჩვენი მეტოქე - "აპოელი"
როგორც იცით, სამეფო კლუბის მეტოქე, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში, კვიპროსის "აპოელი" იქნება.
მადრიდისტების მოწინააღმდეგეს, სათავეში სერბი მწვრთნელი, ივან ივანოვიჩი უდგას.ეს უკანასკნელი გამოუცდელი ფეხბურთელებით ცდილობს სასწაულების მოხდენას.ალბათ, ნიქოზიელებმა სასწაული უკვე მოახდინეს, რამეთუ ისეთი გუნდისთვის, როგორიც "აპოელია," ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში გასვლა უდიდესი წარმატებაა.
კვიპროსელთა რიგებში გამოსარჩევია, აილტონის, კარალამბიდისისა და მანდუკას თამაში.აღნიშნული მოთამაშენი გუნდის წინსვლის მთავარი შემოქმედნი არიან.ასევე, საინტერესოა, რომ "აპოელის" რიგებში გამოდის, "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის ძმა, ესტებანი.
რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, იქ ნიქოზიელები მესამე პოზიციაზე არიან და გათამაშების ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მადრიდისტები კვიპროსულ გრანდს დაუპირისპირდებიან.
"აპოელის" გზა 1/4 ფინალამდე:
- 16 მარტი 2012
- 2 368
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.