ერთი სტადიონის ისტორია

ერთი სტადიონის ისტორია


დღეს მადრიდში სამეფო კლუბის , ლეგენდარული მოედნის , "სანტიაგო ბერნაბეუს" 65-ე იუბილეს აღნიშნავენ , ამ ფაქტის აღსანიშნავად კი გადავწყვიტე ეს სტატია კიდევ ერთხელ გამომექვეყნებინა ...

"სანტიაგო ბერნაბეუ , პრეზიდენტი "რეალ მადრიდისა" , 1943 წელს არჩეული. შეიშალა ჭკუიდან " ფიქრობდა ბევრი. როგორ მოუვიდა მას თავში იდეა , რომ აეშენებინა გიგანტური სტადიონი "მსოფლიოს კიდეზე" , თუმცაღა ეს ადგილი იყო მადრიდის გარეუბანი. ზოგიერთისთვის კი საერთოდ არ მიეკუთვნებოდა მადრიდს და აღიქვამდნენ როგორც ირგვლივ მყოფ ტერიტორიას, გაშლილ მინდორს. იქ იმ დროისთვის მხოლოდ რამოდენიმე შენობა იდგა. დღეს თქვენ ვერ იცნობთ იმ რაიონს ,მაგრამ მაშინ იქ არაფერი იყო!


ერთი სტადიონის ისტორია


მთლად არაფერიც არ შეიძლება ითქვას ... იმ მომენტისთვის იქ იყო 1924 წელს აგებული სტადიონისგან შემორჩენილი ტრიბუნა და საფეხბურთო მოედანი , რომლის სახელწოდებაც იყო "ჩამარტინი", მისი ტევადობა კი შეადგენდა 22 000 -ს. არქიტექტორი კი იყო ხოსე მარია კასტელი, ის იყო გუნდის ფეხბურთელი მანამდის სანამ 1920 წელს ,ალფონსო XIII-ე გუნდს დაარქმევდა ''რეალს''. კასტელი ასევე იყო ''ესტადიო მეტროპოლიტენის"(აწმყოში ცნობილი როგორც ატლეტიკო მადრიდის არენა) არქიტექტორი. ეს ერთ-ერთი იშვიათი მიზეზია, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ორ დაპირისპირებულ გუნდს . აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1946/47 წლის სეზონში "ბლანკოსი" თამაშობდა "მეტროპილიტენის" არენაზა , იმ დროისთვის "ჩამარტინი" უკვე დანგრეული იყო და მიმდინარეობდა ახალი სტადიონის მშენებლობა.

ბერნაბეუს უნდოდა 4-ჯერ გაეზარდა ტრიბუნის ტევადობა.ეს წარმოუდგენელია! ამხელა რაოდენობის ხალხის მასა არ წავა ესე შორს ფეხბურთის მატჩის საყურებლად. თან ისიც საკითხავი იყო , საიდან მოჰქონდა მას ფინანსები და ტონობით ცემენტი რომელიც აუცილებელი იყო ამ მონსტრის ასაგებად. სამოქალაქო ომის შემდგომ ხომ , მხოლოდ და მხოლოდ 5 წელი იყო გასული და ქვეყანა ცხოვრობდა პოლიკურ ჭუჭყში და ეკონომიკურ სიმჭიდროვეში, შიშში და შიმშილობაში.

მაგრამ ესეთ ესპანეთში მიუხედავად ყველაფრისა იყო კიდევ ერთი რამ - დავიწყების სურვილი. თეატრში მიმდინარეობდა კომედიების დადგმა , კინოში ატრიალებდნენ შავ-თეთრ ფილმებს , პუბლიკა თვალ-ყურს ადევნებდა მატადორების დაპირისპირებას : მანოლეტესა, მექსიკიდან ახლად ჩამოსულ ფენომენ - კარლოს არუსას და ლამაზ ახალბედას - ლუის მიგელ დომინგინს შორის... რათქმაუნდა ფეხბურთიც .ახალი პროექტი "ჩამარტინა"-სი გახდა საოცრად პოპულარი თემა , ხალხა იპოვა ფეხბურთში ვნება და გამოსავალი ამ ვითარებიდან.

ინვესტიცია

ახლა კი ფულზე. იმისათვის რომ მათ "მადრიდისთვის" მხარი დაეჭირათ , -მა 3 წლის განმავლობაში წარმატებით განახორციელა 60 000 ობლიგაციის გაყიდვა ,თითეულის ღირებულება კი შეადგენდა 500 პესეტას, მათ ასევე ყოველ წლიურად უნდა ეხადათ 5 პროცენტი მთლიანი თანხისა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში. სტადიონის ღირებულება შეადგენდა 38 მილიონ პესეტს ,მთლიანობაში.

მაგრამ ჩვენ მაინც ვიმყოფებით პირველ ფაზაში ავანტიურისა. ბერნაბეუ აცხადებს პროექტის კონკურსს.
ჯიურის თავმჯდომარე კი იყო , პედრო მუგურუსა ონტანონი, მისი სახელი კი ქვია ამ ამჟამად ერთ-ერთი ქუჩას ამ რაიონისა. იქნა არჩეული ლუის ალემანი სოლერას და მანუელია მუნოსა მონასტერიოს პროექტები. სამშენებლო სამუშაო დაევალა კომპანია "Huarte"-ს.

ახლა კი ცემენტზე. მუგურუსა , პრო-ფრანკო და გენერალური დირექტორი კომპანიის "Arquitectura" , იყვნენ არქიტექტორები მონომენტისა , რომელიც ცნობილია როგორც "Valle de los Caídos " მადრიდის გარეუბნებში. ჯვარი ამ მონომენტისა იყო დამზადებული ზემოთ ხსენებული სამშენებლო კომპანიის "Huarte"-ს მიერ . <<მადრიდი>> არ იგემებს ცემენტის უკმარისობის გემოს, რომელიც ხშირად გვახსენებდა თავს "Valle" მშენებლობის დროს.

1947 წელს , 13 დეკემბერს შედგა სტადიონის გახსნა , იმ დღეს იქნა მატჩი ჩატარებული პორტუგალიური გუნდის წინაამღდეგ "OS Belenenses", რომელშიც ბლანკოსმა იმარჯვა ანგარიშით (3-1). პირველი გოლი ახალი მოედანზე თავით გაიტანა საბინო ბარინაგამ.
ერთი სტადიონის ისტორია


ბარინაგა , სუსტი , მაგრამ გამანადგურებელი ცენრალური თავდამსხმელი , ზოგჯერ ფლანგებზე მოთაშეც ,მას აქ ძალიან კარგი ისტორია. 3 წლით ადრე 1943 წელს თასის 1/2 ფინალში მან გაიტანა 3 გოლი "ბარსელონას" წინაამღდეგ. (2 გოლი კი არ ჩაუთვალეს).ეს მოხდა , განმეორებით შეხვედრაში, ( კატალონიელებმა იმარჯვეს 3-0 შინ "ლეს კორტსზე'" . იმდროინდელ ბარსას მოედანზე) მადრიდში სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს გამანადგურებელი ანგარიშით 11-1 .

ბარინაგას პირველი გოლამდე ესპანეთში ბევრი რამ მოხდა , "დემოკრატიულმა" ძალებმა იმარჯვეს მეორე მსოფლიო ომში , მაგრამ ფრანკო რჩება ხელისუფლებაში.

ამ დროისთვის როგორ ვითარდებოდა მოვლენები "მადრიდისთის"? მადლობთ ცუდად .კი მათ გაიმარჯვეს გენერალსიმუსის თასზე , მაგრამ თამაშიც ხარისხი არ იყო საკმარისად კარგი , და გრძელდებოდა ხუმრობა გუნდზე, რომელსაც მიიჩნევდნენ სეგუნდის ღირსად მაგრამ ყველა აღნიშნავდა , რომ "მოედანი ნამდვილად პრიმერას დონის ქონდათ".


და "ბარსელონა"

ბარსელონა ეიფორიაშია , მათ არ უნდათ ჩამორჩნენ და მათი პრეზიდენტი ფრანსისკო მირო სანსი , თხოვს ნებართვას ბერნაბეუს , რომ მისმა არქიტექტორებმა შეისწავლონ გეგმა ახალი სუპერესტადიონისა. "ლეს კორტს"-ი რათქმაუნდა კატალონიელებისთვის გახდა ძალიან მცირე , შემდეგმა ბარსას პრეზიდენტმა(აგუსტინო მონტალ გალობარტიმ) კი შეიძინა უზარმაზარი მიწები რათა აეგო მორიგი ესპანური საოცრება და რაღა თქმაუნდა ეს უნდა ყოფილიყო უფრო დიდი ვიდრე მადრიდში აღმართული მონსტრი. ბერნაბეუმ საშუალება მისცა გაცნობოდნენ , ტრიბუნისა და ფუნდამენტის შექმნის ხელოვნებას, თუმცაღა ერთი ცბიერი პირობით , მათ ეს საჯაროდ უნდა ეღიარებინათ. რათქმაუნდა პირობა არ შესრულდა და "კამპ ნოუ" იქნა გახსნილი 1957 წლის 24 სექტემბერს . 1955 წლის 4 იანვარს კი <<ახალ ჩამარტინს>> ეწოდა პრეზიდენტის საპატივცემულოდ "სანტიაგო ბერნაბეუ".


"სანტიაგო ბერნაბეუ" იყო ახალი ეპოქის დასაწყისი მსოფლიო სტადიონებისა , სანამ ის სპორტული ლეგენდა გახდებოდა მანამ ის არქიტექტული მოვლენა იყო.

  • irakli.g
  • 14 დეკემბერი 2012
  • 3 151
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)