ვაცკე:"შაჰინის ყიდვა შეცდომა იყო"
ბორუსიის "დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს იოჰან ვაცკემ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალმა" შეცდომა დაუშვა, როცა იყიდა ნური შაჰინი.
"ნური შაჰინი გენიალური ფეხბურთელია და მას ყველაფრის კეთება შეუძლია მოედანზე. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალმა" შეცდომა დაუშვა მისი შეძენისას, ვინაიდან ის სულ სხვა სტილის მოთამაშეა და რთულია მისი ესპანურ ფეხბურთთან ადაპტირება".
"რასაკვირველია, თურქს შეუძლია ნებისმიერი ბარიერის გადალახვა, ის ნამდვილი პროფესიონალია. ადრე თუ გვიან, ნური იპოვის თავის ადგილს "სამეფო" კლუბში და მის რეალურ ძალას ყველას დაანახებს, რისი დიდი სურვილიც მაქვს".
აქვე გეტყვით, რომ შაჰინმა ძირითადში თამაში ამ წელს მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, "პონფერადინასთან" მატჩში დაიწყო, სადაც მეტ–ნაკლებად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ექსპერტებზე და გულშემატკივრებზე.
Goal.com
- 15 მარტი 2012
- 3 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.