ლეონი : "ალბიოლს რთული პერიოდი უდგას"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პედრო ლეონმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რაულ ალბიოლს ესპანეთის დედაქალაქში ძალიან არასამართლიანად ექცევიან და ეს გარემოება მოთამაშეს მხოლოდ უარესობისკენ წაიყვანს...
"მადრიდში ალბიოლს აღარ აფასებენ, მან უკვე დაკარგა ადგილი ესპანეთის ნაკრებში, არადა კარზეა მომდგარი ევროპის პირველობა, რომელზეც ასპარეზობა და საკუთარი ნაკრების ფორმის მორგება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი ბედნიერებაა."
"რაულს გაცილებით მეტი შეუძლია, მას საერთოდ არ ეძლევა სათმაშო დრო და რა თქმა უნდა ფიზიკური კონდიციები უარესობისკენ იქნება წასული. მახსოვს დრო, როდესაც იგი სამეფო კლუბის დაცვის ცენტრის შეუცვლელი წევრი იყო."
"ჟოზე მოურინიოს გუნდში ბევრი მცველი ჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელს საერთოდ დრო არ უნდა მიეცეს, მე მას გულწრფელად ვუთანაგრძნობ, რადგან "ბლანკოსში" ყოფნის დროს, დაახლოებით იგივე სიტუაცია მქონდა. მთავარი მწვრთნელი არასდროს მენდობოდა შესაძლებლობებიხ მხოლოდ 30%-ს ვავლენდი."
- 14 მარტი 2012
- 2 293
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.