რონალდოს პირადი "რეკორდი"
მაშ ასე, შაბათს, მადრიდის "რეალმა" "ლა ლიგის" მორიგი მატჩი გამართა, კერძოდ სევილიაში, "ბეტისის" წინააღმდეგ, "ბენიტო ვილამარინის" ბრწყინვალე სტადიონზე.. ცნობისთვის, აღნიშნული საფეხბურთო არენა სიდიდით მესამეა ესპანეთში "კამპ ნოუსა" და "ბერნაბეუს" შემდგომ. ყველამ კარგად იხილეთ, თუ რა მოხდა მატჩში. ანდალუსიელებმა ბრწყინვალე წინააღმდეგობა გაუწიეს დედაქალაქელებს, გახსნეს ანგარიშიც, შემდგომ გაათანბრეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგეს. ნამდვილად გამოსარჩევი შეხვედრა იყო ამ ტურში. კრიშტიანო რონალდომ გაიტანა ორი გოლი და 89 შეხვედრაში უკვე 98("მარკას" ვერსიით 99) გოლი დაუგროვდა და მისი მაჩვენებლი - მატჩში საშუალოდ 1.1 გოლი საუკეთესო გახდა ამ ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში. როგორც ხედავთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ...
ყველას გამოეპარა ერთი ფაქტი, პრინციპში ძნელი აღმოსაჩენიც გახლდათ, მაგრამ ეს არ გამპოარვიათ ესპანელ ჟურნალისტებს. როგორც ზემოთ ვახსენე, რონალდომ დუბლი გაიფორმა. რა არის ამაში განსხვავებული და ახალი? პორტუგალიელისგან ხომ განებივრებულები ვართ გოლებით... რონალდომ ამ მატჩში ორივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა... როგორც აჩმოჩნდა, კარიერის განმავლობაში მას აქამდე არასდროს ჰქონდა მარცხენა ფეხით ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი გატანილი. "ბეტისთან" მან ეს შეძლო და პირადი რეკორდიც დაამყარა...
- 13 მარტი 2012
- 3 754
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.