მოურინიო დილემის წინაშე
ძნელად სავარაუდოა, თუ ვინ ითამაშებს თავდასხმის ხაზში "ცსკა"-სთან. ქარიმ ბენზემამ სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა და არ არის გამორიცხული, რომ ჟოზე მოურინიომ მას ძირითადიდან თამაშის დაწყების საშუალება არ მისცეს. მეორე ვარიანტი გონსალო იგუაინი გახლავთ. პიპიტამ რამდენიმე ჩაგდებული შეხვედრის შემდგომ თამაში გამოასწორა და "ბეტისთან" მატჩში მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა. შეიძლება ეს იმის წინაპირობად მოვნათლოთ, რომ არგენტინელი მოსკოველებთან ძირითადში მოგვევლინება.
აქვე ერთ ძალზედ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს მოგაწვდით. ბოლო 38 შეხვედრაში, რომელშიც გონსალო იგუაინმა გოლის გატანა მოახერხა, მადრიდის "რეალმა" ყველა მათგანში გამარჯვებას მიაღწია.(!) როგორც ხედავთ, პიპიტა საკმაოდ დიდი იღბლის მომტანია გუნდისთვის. იმედი ვიქონიოთ, ეს ბრწყინვალე შედეგი კიდევ არაერთ შეხვედრას მოითვლის...
- 13 მარტი 2012
- 1 804
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.