ჰორიზონტზე მ'ვილა გამოჩნდა

როგორც ფრანგული პრესა იუწყება, მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" ერთმანეთს იან მ'ვილას გამო შეეცილებიან. ნახევარმცველმა მსოფლიოს ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, როცა ჯერ კიდევ 2011 წელს გამოიძახეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა გოლი გაუტანა გერმანიას და მოაგებინა ეროვნულ ნაკრებს.

ამ მართლაც ძალიან პერსპექტიულ მოთამაშეზე უდიდეს იმედებს ამყარებენ. ფრანგი "რენეს" ღირსებას იცავს და 21 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბდა გუნდის მამოძრავებელ და დამრტყმელ ძალად. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ იანით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება, რომელთაგანაც გამოსარჩევი ლონგონის "არსენალი" და მადრიდის "რეალია".

მისმა მენეჯერმა, ფრედერიკ ანტონეტიმ დაადასტურა, რომ ზემოთ ხსენებული გუნდები ზაფხულში შეეცდებიან შავკანიანის შეძენას და სავარაუდოდ, იგი დატოვებს ლიგა პირველის ჩემპიონატს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მ'ვილას შანსი მიეცემა მსოფლიოს ჩემპიონატზეც. რამდენიმე წლის უკან ამ ნახევარმცველის იდეაშიც კი არ იჯდა ეს ყველაფერი, თუმცა ახლა ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი.

Goal.com

  • tata
  • 13 მარტი 2012
  • 1 800
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)