18 მატჩი 67 დღეში
საინტერესოა, რომ თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, მადრიდელებს 67 დღეში 18 დაპირისპირების გამართვა მოუწევთ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღება, რომელიც ამა წლის 19 მაისს შედგება "ბაიერნის" საშინაო არენაზე.
მოურინიოს შეგირდები ესპანეთის პირველობას 13 მაისს მორჩებიან.ბოლო შეხვედრა "მალიორკას" წინააღმდეგ გვიწევს "სანტიაგო ბერნაბეუზე," მანამდე კი, "თეთრებს" შუა კვირაშიც მოუწევთ მატჩების გამართვა.კერძოდ, 21 მარტს "ვილიარეალის" წინააღმდეგ, ხოლო 11 აპრილს "ატ.მადრიდთან."აღსანიშნავია, რომ ამას ემატება "ატლეტიკთან" გადადებული თამაში 2 მაისს.
საინტერესოა, რომ თუ ჩ/ლ ნახევარფინალის საგზური ხელთ ვიგდეთ, "კლასიკოსა" და ლიგის თამაშის გამართვა, ერთი და იმავე კვირაში მოგვიწევს.
- 12 მარტი 2012
- 1 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.