Goal–ის ექსპერტების აზრი

მოახლოვებულ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომელიც 13 და 14 მარტს გაიმართება, თავიანთი ვარაუდები გამოთქვეს Goal-ის ექსპერტ–ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით, მეოთხედ ფინალური ეტაპის საგზურს მადრიდის "რეალი", "ინტერი", "ბაიერნი" და "ნაპოლი" მიიღებს.

Goal–ის ექსპერტების აზრი


"მიუნხენელები არც თუ ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფებიან, თუმცა მათ იმის ძალა მაინც შესწევთ, რომ გავიდნენ 1/4 ფინალში და შესაბამისად, დაამარცხონ "ბასელის" საფეხბურთო გუნდი. ისინი უაღრესად მოტივირებულნი არიან და მათი შეჩერება "ალიანსის" სტადიონზე საკმაოდ რთული იქნება. ვგონებ, რომ ისტორიული გუნდი 2–0 გაიმარჯვებს".

Goal–ის ექსპერტების აზრი


"მათი ჩემპიონობის შანსი "სერია ა"–ში ფაქტობრივად ნულის ტოლია და ამის გამო, ყურადღებას მილანელები ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანენ და მაქსიმალურად შეეცდებიან წინ და წინ წასვლას. რანიერის გუნდი 2–0 გაიმარჯვებს".

Goal–ის ექსპერტების აზრი


"ეჭვი არავის არ ეპარება, რომ მადრიდის "რეალი" შემდეგ ეტაპზე გავა და იქაც წარმატებით იასპარეზებს. წარმოუდგენელია, რომ მოსკოველებმა მცირე სენსაციის მოხდენა შესძლონ. "მერენგები" იდეალურ ფორმაში იმყოფებიან და ამავდროულად მოტივირებულნიც არიან. ჩემი და ალბათ ყველას ვარაუდით, ისინი დიდი ანგარიშით მოიგებენ".

Goal–ის ექსპერტების აზრი


"მიუხედავად იმისა, რომ თამაში "სტენ ფორდ ბრიჯზეა", მაინც ვერ მოახერხებს ლონდონური გრანდი მოგებას. მათ ცუდ საფეხბურთო მდგომარეობას და კრიზისს ისიც დაემატა, რომ გუნდი დატოვა ან დაატოვებინეს ანდრეს ვილას–ბოაშს. ძნელი სავარაუდოა, რომ დი მატეომ შესძლოს საოცრად ენერგიული და ბრძოლისუნაირანი გუნდის გათამაშებიდან გამოგდება. ჩემი აზრით, ნეაპოლელები 1–2 იმარჯვებენ".

Goal.com

  • tata
  • 12 მარტი 2012
  • 2 786
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)