მოუ: "ძალიან გახარებული ვარ სამი ქულის მოპოვებით"
"ეს იყო არაკონტროლილებადი შეხვედრა. მატჩის ბოლო წუთებამდე ძნელი იყო იმის თქმა, თუ ვინ მოახერხებდა გამარჯვების მოპოვებას. ზოგჯერ არის მომენტები, როცა სჯობს დაცვითი ფეხბურთი ითამაშო და ბურთის კონტროლზე გაამახვილო ყურადღება. საკმაოდ გახსნილი მატჩი იყო და ორივე გუნდს ეძლეოდა დიდი სივრცეები. ჩემი აზრით, ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგი ფრე უნდა ყოფილიყო. "ბეტისი" არის გუნდი, რომელიც ხალხზე თამაშობს, ფანებს სევილიელბი ნამდვილ შოუს უჩვენებენ. ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ და შესანიშნავი ფეხბურთელები. "ბეტისი" არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ეთამაშო ტიტულისთის მებრძოლ გუნდს."
"ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ეს გუნდის თითოეულმა წვერმაც ძალიან კარგად იცის. იგუაინი და ბენზემა დღიესთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელები არიან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობენ. მსგავსი ტიპის ფორვარდები დღეს ცოტანი არიან. ორივე მათგანი ჩემთვის უმნიშვენელოვანესი მოთამაშეა, მათ არსად გავუშვებ და არც არავინ მჭირდება თავდასხმის ხაზში გარდა ამ ორისა."
"ბოლო წუთამდე არ დავნებდით. შესვენებამდე როგორაც მიმდინარეობდა თამაში, ისე იყო მეორე ტაიმშიც. შეიძლება 5-10 წუთიანი ინტერვალი გამოვყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, როგორც ჩვენს, ისე მეტოქე გუნდის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვქონდა სანერვიულო მატჩის მიმდინარეობისას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრწყინვალე შეხვედრა გამოვიდა."
"არ არსებობს სრულყოფილი მწვრთნელი. ყველას რაღაც ხარვეზი აქვს. ცხადია, გარკვეულ შეცდომებს მეც ვუშვებ. არიან მწვრთბნელების კატეგორიები, რომელსაც მე მივეკუთვნები, რომლებიც დაშვებულ შეცდომებზე არ საუბრობენ, და არიან ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს გასაგონად საუბრობენ ამაზე."
- 11 მარტი 2012
- 2 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.