გრანერო და ალონსო მატჩის შემდგომ
ესტებან გრანერო:
"ვიცოდით, რომ იოლი მატჩი არ იქნებოდა. ისინი სახიფათოდ გვიტევდნენ და შესაბამისად მოგება გაგვირთულდა. გამარჯვებაზე კარგი მომზადებისა და გამოცდილების ხარჯზე მოვიპოვეთ. მიმდინარე სეზონში მსგავს მატჩებში არაერთხელ მოგვიპოვებია სამი ქულა. ჩვენ ლიდერები ვართ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი."
ხაბი ალონსო:
"ბოლო ეპიზოდი სერხიოს ხელთან თამაშის შესახებ მოედანზე ყოფნისას არ დამინახავს, ამიტომ სანამ ვიდეოჩანაწერს არ ვიხილავ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შემეხება მე, ბურთი ხელზე ნამდვილად მომხვდა, თუმცა იქ არ იყო ისეთი ეპიზოდი, რომ პენალტი დანიშნულიყო. ანალოგიურად განსაჯა არბიტრმაც და მეტი ყურადღება თამაშს დაუთმო."
"ძალიან გახარებულები ვართ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და კიდევ ერთინაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ. ხალხი ბევრს საუბრობს ამაზე, მაგრამ ჯერ მაინც ადერეა, წინ ხომ 12 ტურია ჩასატარებელი. ყურადღების მოდუნება არ გვმართებს."
- 11 მარტი 2012
- 1 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.