ქარიმ ბენზემა:"ჩვენს ნაკრებში ყველას უხარია გოლის გატანა"
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა კმაყოფილი დარჩა საკუთარი თამაშით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების ნაკრების წინააღმდეგ. "სამეფო კლუბის" ფორვარდი მოედანზე 73–ე წუთზე შემოვიდა და გაიტანა თავისი მეშვიდე გოლი ნაკრებში.
"მიხარია, რომ თამაშში კარგად ჩავერთე და გოლიც გავიტანე. ჩვენს ნაკრებში ყველას უხარია გოლის გატანა. ამიტომ თანაგუნდელებმა მომილოცეს გატანილი გოლი" – განაცხადა ქარიმმა.
"მამლების" მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმაც გააკეთა კომენტარი ბენზემას თამაშზე: "შესანიშნავად ჩანდა, რომ ქარიმს უყვარს თავისი ნაკრები. ის შემოვიდა შეცვლაზე და გაიტანა. გააკეთა ის, რასაც მისგან ვითხოვთ" – განაცხადა დომენეკმა.
- 12 ოქტომბერი 2009
- 1 798
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.