"ბეტისი" - "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...

მაშ ასე, სამ წლიანი შესვენების შემდგომ, მადრიდის "რეალი" კვლავ ეწვევა "ბენიტო ვილამარინს". უკანასკნელად სევილიურ-მადრიდული დაპირისპირება აღნიშნულ სტადიონზე 2009 წლის 27 სექტემბერს შედგა. იმაზე ბევრ საუბარს აღარ დავიწყებ, თუ როგორ ხვდება ამ მატჩს "ბლანკოსი", ყველას კარგად მოგეხსენებათ ამ სეზონის სტატისტიკასა და რეკორდებზე.

თვალი გადავავლოთ გუნდების სატურნირო მდგომარეობას. "რეალი" ერთპიროვნულად ლიდერობს "ლა ლიგას" 67 ქულით. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს დიდი ნაბიჯი აქვს გადაგმული ჩემპიონობისკენ, რამეთუ უახლოეს მდევარ "ბარსელონასთან" სხვაობა 10 ქულას შეადგენს. რაც შეეხება "ბეტისს", სევილიური კლუბი ამჟამად მე-12 ადგილს იკავებს და სავარაუდოდ სეზონსაც ცხრილის შუაში დაასრულებს.

ამ მატჩისთვის ჟოზე მოურინიომ 21 ფეხბურთელს უხმო. განაცხადს რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა: პეპე(დისკვალიპიკაციის შემდგომ), ბენზემა(ტრავმის შემდგომ) და აგრეთვე ტომას მეხიასი. ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ანხელ დი მარია და ფაბიო კოენტრაო, რიკარდო კარვალიო კი დისკვალიპიკაციის გამო დარჩა განაცხადს მიღმა. უკვე ცნობილია, რომ შეტევაში რონალდოს იგუაინი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩში "სევილიასთან" პიპიტამ ჰეტ-ტრიკი შეასრულა.

"ბეტისი" წლევანდელ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. სევილიურმა კლუბმა ორ ტურში "პრიმერას" ლიდერობაც კი იტვირთა. მაგრამ არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი. რიგ მატჩებშ ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებენ, ხოლო შემდგომ ჩავარდნები აქვთ ხოლმე.



ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)