ნამდვილი მეგობრობა
ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ რონალდუსა და მისი მეგობრის ალბერტუ ფანტრაუს ისტორია.
კრიშტიანუ რონალდუ: ჩემ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ძველმა მეგობარმა ფანტრაუმ, მე მისი მოვალე ვარ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ახალგაზრდულ კლუბში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ "სპორტინგის" წარმომადგენლები. მათ გვითხრეს მე და ალბერტუს , რომ ვინც უფრო მეტი გოლის გატანას მოახერხებდა მომავალ თამაშში იმას წაიყვანდნენ თავიანთ კლუბში. ის მატჩში ჩვენ მოვიგეთ ანგარიშით 3-0 , დასაწყისში მე გავიტანე პირველი გოლი, შემდეგ ფანტრაუმ გადაგზავნა თავით ბურთი მეტოქის კარში, მესამე გოლი კი გამოდგა ისეთი, რომ ყველა გაოცებული დატოვა. ფანტრაუ გავიდა ერთ-ერთზე მეკარესთან , ჩამოიშორა მეკარეც და უბრალოდ კარში ბურთის შეგორებაღა იყო საჭირო , როდესაც მან მე დამიგორა ბურთი ცარიელ კარებში , მე კი გავიტანე და ამიყვანეს "სპორტინგში". მატჩის შემდეგ მე მივედი და ვკითხე მას თუ, რატომ მოიქცა ასე ? მან კი მიპასუხა: კრიშ შენ ჩემზე უკეთესი ხარ! და წავიდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ რონალდუს მონაყოლით, მოიძიეს ალბერტუ და ესტუმრნენ სახლში. მისი საფეხბურთო კარიერა წარსულს ჩაბარდა და ის ამჯერად დაუსაქმებელი იყო. თუმცაღა ჟურნალისტებს გაუჩნდათ კითხვა: საიდან გაქვთ თქვენ ასეთი ბრწყინვალე სახლი ?, მანქანა ? , თქვენ უზრუნველოყოფილი ხართ იმაზე მეტად ვიდრე ეს საჭიროა. თქვენ ხომ უმუშევარი ხართ გყავთ ცოლი და 4 შვილი? საიდან ეს ყველაფერი ? რაზეც ალბერტუმ უპასუხა , რომ ეს ყველაფერი რონალდუს საჩუქარია .
წყარო:sports.ru
- 10 მარტი 2012
- 7 904
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.