2012 წლის "ალმას" დაჯილდოვება

"ბლანკოსის" 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მადრიდში ფონდის ორგანიზებით გალა დაჯილდოვება ჩატარდა. ღონისძიებას ფეხბურთელებისა და ვეტარენების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ...

"ალმას" ჯილდო ისეთ პირებს გადაეცათ, რომელთაც წლის განმავლობაში მადრიდის "რეალთან" ითანამშრომლეს, რაიმე დახმარება გაუწიეს ან უბრალოდ გულითადი მხარდაჭერა გამოუცხადეს... დაჯილდოვება ფლორენტინო პერესმა გახსნა. პრეზიდენტმა პირველი "ალმას" ქანდაკება, ესპანელ ტენორს, პლასიდო დომინგოს გადასცა.

ფლორენტინო პერესი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ გადმოგცემთ ამ ჯილდოს. ყველა მადრიდისტა ამაყობს, რომ თქვენნაირი მხარდამჭერი ჰყავთ. პლასიდო, თქვენ ხართ მეფე ოპერისა და მუსიკისა და მიხარია, რომ ჩენ ერთი რამ გვაერთიანებს და ეს "რეალია".

პლასიდო დომინგო: "პირიქით, ჩემთვისაა დიდი პატივი, რომ ეს ჯილდო მივიღე. წელს ყველაფერი საოცრებაა, 110 წლის იუბილე, 10 ქულიანი სხვაობა შიდა ჩემპიონატში, აგრეთვე გუნდი ძალიან ახლოსაა რიგით მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებასთან. უბრალოდ დაჯექი და ისამოვნე მადრიდის "რეალის" ცქერით."

სიტვყვით გამოსვლის შემდგომ პლასიდო დომინგომ ერთ-ერთი საოპერო სიმღერა შეასრულა. გალა დაჯილდოვებას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ფეხბურთელებიც, მათ შორის იყვნენ ანხელ დი მარია, ფაბიო კოენტრაო, ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ. აგრეთვე უკლებლივ ყველა კალათბურთელი, პაბლო ასო, ალბერტო ტორილი და სხვები...

ზინედინ ზიდანი: "მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ძალიან კარგი დრო გვიდგას. გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მან უკვე 100 შეხვედრა ჩაატარა. იგი ყველაზე მინიმუმ ერთი ამდენს ჩაატარებს."

ლუიშ ფიგუ:"მადრიდის "რეალი" უბრალოდ ფენომენალურია. დიდი იმედი მაქვს, რომ შეინარჩუნებთ ათ ქულიან სხვაობას და "ლა ლიგას" მოიგებთ. ყველანაირად ბრწყინვალე სეზონია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან კარგად, გამარჯვებებით დასრულდება. ეს არის უდიდესი კლუბი დიდებული პრესტიჟით, გასაოცარი ისტორიითა და ბრწყინვალე გამარჯვებებით."

"ალმას" ჯილდო სამხრეთ აფრიკელმა ათლეტმა ოსკარ პისტორიუსმაც მიიღო. "დიდი მადლობა მინდა გადავუხაოდ ფონს, რომელმაც მე უდიდესი დახმარება გამიწია. სწორედ მათი დამსახურებაა, რაც მე მივაღწიე. კიდევ ერთხელ მადლობას ვიხდი და "რეალს" ვუსურვებ წარმატებებს, მალე აღემართოთ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი." - განაცხადა სამხრეთ აფრიკელმა სპორტსმენმა.

მორიგი ჯილდო ქალაქ ლროკას ლეიტენენტმა, ხოსე ემილიო როლდანმა მიიღო. 2011 წელს ლორკაში მიწისძვრის შემდგომ მან უდიდესი დახმარება გაუწია ქალაქს და აგრეთე იგი თანამშრომლობდა მადრიდის "რეალის" ფონდთან. "მივესალმები ამ ჯილდოს. ყოველთვის, როცა შევალ ჩემს კაბინეტში, მსურს რომ ამას ვუყურო, რათა გავიხსენო, თუ რა გამოვიარეთ." - განაცხადა ლეიტენანტმა.

მორიგი ჯილდო, მსახიობმა კონსუელო კრესპომ მიიღო, რომელიც საკმაოდ აქტიურადაა ჩართული "იუნისეფის" პროგრამებში და კეთილი ნების ელჩი გახლავთ, აგრეთე დიდ დახმარებას უწევს "რეალის" ფონდს. მას ჯილდო ზინედინ ზიდანმა გადასცა. ""იუნისეფი" ყოველთვის ითანამშრომლებს მადრიდის "რეალის" ფონდთან და ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება." - განაცხადა მსახიობმა.

ხულიო იგლესიასი:"არ არსებობს ადგილი სამყაროში სადაც არ უყვარდეთ "რეალი". მინდა ყველა ფანს ჩავეხუტო, ახლა ხომ 110- წლის იუბილეა. მადლობა მინდა გადავიხადო აქ მოწვევის გამო."

გარდა ზემოთ ხსენებული პირებისა, კიდევ უამრავი დააჯილდოვეს. გალა დაჯილდოვება გრანდიოზული კონცერტითდა და ფეირვერკით დასრულდა...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)