ჟოზე : "რეალის მწვრთნელობა უდიდესი გამოცდილების მიღებაა"
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც "ბეტისთან" შეხვედრას მიეძღვნა...
"გუნდი კარგ ფორმაშია და ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს, მართლაც კმაყოფილი ვარ და ამის დამალვა არ შეიძლება, მაგრამ ყველაფერი წინ არის, თუ გვსურს ტიტულების მოგება, საჭიროა მუხლჩაუხრეული მუშაობა, რადგან სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ. ძალიან კარგია რეკორდები და შესანიშნავი სტატისტიკა, მაგრამ ყველას ყველაფერი დაავიწყდება, თუ პრიმერას ვერ მოვიგებთ, ამიტომ მოტივირებულები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ წარმატების მიღწევას. ძალიან მსურს "ბლანკოსის" ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო."
"ხვალ მოედანზე საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა გამოვა, რადგან ბეტისის ფეხბურთელებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ისინი სწრაფები და ძალიან მობილურები არიან, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მათი დამრიგებელი, რომელიც ინტელიგენტური თვისებებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა კარს არის მომდგარი, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინმე დავასვენო და სხვა ჩემპიონატზე ორიენტირება ვურჩიო."
"ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას 90 წუთი თამაში შეუძლია, სეზონის დასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა, გასათვალისწინებელია, რომ წინ ურთულესი შეხვედრები გველის, სადაც ნამდვილად არ მსურს წამყვანი ფეხბურთელებით გარეშე ასპარეზობა, ამიტომ ფრანგს მაქსიმალურად დავზოგავ, მას შესაძლოა რამდენიმე წუთით თამაშის საშუალება მივცე."
"ინტერში შესანიშნავი წლები გავატარე და ყველაფერი მოვიგე, რაც ძალიან მახარებს, ახლა კი "რეალის" ჯერია, ნამდვილად ვიცი, რომ ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ, რადგან ფეხბურთელები ერთმანეთს უკვე ბრწყინვალედ უგებენ, მსურს "ბლანკოსის" ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო. ესპანეთის დედაქალაქში თავს მშვენივრად ვგრძნობ და მუშაობას ვაგრძელებ."
"ძნელია იმის თქმა თუ როდის დგება ცუდი და კარგი მომენტი. როდესაც ვიმარჯვებთ ყოველთვის გახარებული ვარ, მაგრამ მთავარი ყოველთვის საბოლოო შედეგია, მე მაინტერესებს ტიტულები და არა ცალკეული შეხვედრის მოგება, მაგრამ როდესაც ჩემი გუნდი მარცხდება ამას ძალიან განვიცდი, რადგან ჩვენ არ ვართ შეჩვეულნი წაგებას, ასევე ძალიან ნეგატიურ მოვლენად ითვლება ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, რადგან ეს ტურნირი სულ სხვა განზომილებისაა. ჩვენ ვიბრძვით პრიმერას მოგებისთვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ოდნავადაც არ ვადუნებთ ყურადღებას, რადგან გვსურს, რომ თასი აღვმართოთ და ტიტულთა დუბლი შევასრულოთ."
"გუნდი შეხმატკბილებულია, ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინოს, რაც თავისთავად მისასალმებელი გახლავთ. გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვსურს, ინჩასებმა ყოველთვის უნდა გამოიჩინონ თავი, ჩემი სათხოვარი მათ მიმართ სწორედ ეს არის."
"ბარსელონასთან 10 ქულიანი სხვაობა გვაქვს, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ არცერთი ფეხბურთელი არ ფიქრობს, რომ ტიტული უკვე მოვიგეთ, წინ ურთულესი მატჩების გამართვა მოგვიწევს, აუცილებელია სხვაობის შენარჩუნება და ტიტულის დამაჯერებლად მოგება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კატალონიელებს წამოწევის საშუალება არ მივცეთ და სხვაობა შევინარჩუნოთ. ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემი გუნდი ყველა შეხვედრას მოიგებს, შესაძლოა რომელიმე წავაგოთ ან ფრედ დავასრულოთ, რადგან ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მომდევნო შეხვედრებში 100%-იანი შედეგი გვქონდეს."
"აკადემიის ფეხბურთელებს მაქსიმალურად ვაძლევ სათამაშო დროს, სამეფო კლუბში უდიდესი კონკურენციაა და უბრალოდ რთულია, რომ მათ მეტი შანსი მივცე. ამ სეზონში ბევრმა კანტერანომ იასპარეზა მთავარი გუნდის მაისურით და გამოცდილება მიიღო. "კასტილიაში" ნამდვილად არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა უმრავლესობა ნამდვილად გადმოვა მთავარ გუნდში და წარმატებას მიაღწევს, თუმცა ეს მალევე ვერ მოხდება, მთავარია მონდომება და მაქსიმალურად დახარჯვა ვარჯიშებზე, ახალგაზრდა მოთამაშისთვის მთავარი ყოველთვის ძალების ბოლომდე გამოყენებაა."
- 10 მარტი 2012
- 2 262
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.