...მეფე...
გუშინ 8 მარტი იყო. დღე, როცა ქვეყანას ფლორენტინო მოევლინა. დღე, რომელსაც ალბათ ყველა მაგარი ფეხბურთელის გუნდის მფლობელები და მწვრთნელები წყევლიან. ბევრია მისი დამსახურება ”მადრიდის რეალის” განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი რეფორმა არ იყო კარგი. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ამ კაცის დაბადების დღე სულ რაღაც ორი დღით აცდა ”მადრიდის რეალის” დაარსების დღის თარიღს. სტატიაც ამ კაცს ეძღვნება.
ფლორენტინო პერესი, თუ ტინტინი, როგორც მას მშობლები უწოდებდნენ, ახალგაზრდული ასაკიდანვე გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათითა და მიდგომით, მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველი ბავშვობა ქონდა და ოჯახიც შეძლებული ყავდა: მამისი ორ პარფიუმერულ მაღაზიას ფლობდა და ოჯახს, რომელშიც ხუთი ბავშვი იზრდებოდა, ფულადი სახსრების პრობლემები არ ქონდა. ხასიათის გამყარებას ხელი სპორტმა შეუწყო: ”მადრიდისტა” დაბადებიდან თავადაც დაკავებული იყო ფეხბურთით, ასევე ხელბურთით და უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც , როგორც წესი კარში იდგა, გუნდის არაფორმალური ლიდერი იყო. ყველაფერთან ერთად ფლორენტინო კომუნიკაბელურობით გამოირჩეოდა, ასევე განათლებით და ცოდნის გამოყენების უნარით. მადრიდის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის გზების, პორტების და არხების ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლის მეორე კურსზე პერესმა თანაკურსელების დახმარებით დაწერა საკურსო ნაშრომი, რომელიც ისეთი კარგი იყო, რომ პერესს ლექტორის დამხმარის თანამდებობა შესთავაზეს.
ცოდნა-ძალაა, მაგრამ საჭირო ნაცნობების გარეშე კარიერულ სიმაღლეებს ძნელად თუ მიაღწევ. ალბათ რაღაც ამდაგვარი სიტყვები მუდამ ესმოდა პერესს. ფლორენტინომ გაიცნო ხუან არესპაკოჩაგა, რომელიც იმ მომენტში საგზაო კოლეჯის პრეზიდენტი იყო. თავიდან არესპაკოჩაგამ პერესი ესპანეთის საგზაო ასოციაციის გენერალურ დირექტორად მოიწვია, ხოლო მადრიდის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ-თავისთან მრჩევლად წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინო ფაქტიურად ორ სავარძელში იჯდა (მერის მრჩეველი და ესპანეთის გზების ასოციაციის გენერალური დირექტორი), თავის მოვალეობებს მან ბრწყინვალედ გაართვა თავი. ფლორენტინო ყველაფერს მშვიდად ადევნებდა თავს-ის პოლიტიკური კარიერის დასაწყისისთვის ემზადებოდა.
როგორც ცნობილია, კარგი დამქირავებელი/ბიზნესმენი-ყოველთვის როდია კარგი და წარმატებული პოლიტიკოსი. ასეთი რამის თქმა შეიძლება თავად ფლორენტინო პერესზეც. თავიდან მეფე მიდასი (პერესისი კიდევ ერთი ზედმეტსახელი, რომელიც ძალიან პოპულალურია) გაწევრიანდა პარტია UCD-ში (დემოკრატიული ცენტრის გაერთიანება) და ხდება ამ პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მადრიდში, მაგრამ UCD-ს მადრიდის ს არჩევნებში ჩავარდნის შემდეგ 1982 წელს გადადის უფრო პერსპექტიულ დემოკრატიულ რეფორმატორულ პარტიაში (PRD). აქაც ლოკალურ წარმატებას მოსდევს გლობალური ფიასკო-ფლორე ხდება პარტიის გენერალური მდივანი, მაგრამ 1986 წლის საპარლამენტო არჩევნებში PRD ვერ ახერხებს საპარლამენტო მანდატების მოპოვებას. ამის შემდეგ, პერესისთვის პოლიტიკა საბოლოოდ მოკვდა და მეფე მიდასმა გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო.
სად, თუ არა ამ სფეროსი ფლორენტინო თავს, როგორც თევზი წყალში, გრძნობდა. პერესის კორპორაციის აღმასვლის დასაწყისად ითვლება 1982 წელი-სწორედ მაშინ მეფე მიდასმა შეიძინა დანგრეული კომპანია OCISA-ს ხუთი მილიონი აქცია თითოეული ერთ პესერად. გაიცნო რა მეორე მაგნატი-ხულიო როა, პერესმა დაარწმუნა ის, რომ მის მიერ ნაყიდი კომპანიის აქციათა 25% ეყიდა, მაგრამ უკვე სხვა ფასად. მას შემდეგ, რაც გამომჟღავნდა ხუან როას თაღლითოებები, ის იძულებული გახდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და შესაბამისად კომპანიაში სრული ძალაუფლება ფლორენტინო პერესის ხელში აღმოჩნდა.
ცოტა მოგვიანებით (1997 წელს) შეიქმნა კომპანია ACS, რომლის წარმატებაზე საუბარი შეიძლება თუ თვალს გადავავლებთ მის ფულადი საშუალებების მოძრაობას. 1999 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 85,5 მლნ. ევრო, ხოლო 2003 წელს უკვე 10,7 მლრდ.-ს. ისე ჩანდა, რომ ფლორენტინოს ყველა ამბიცია დაკმაყოფილებულია, მაგრამ დიდი ხნის ოცნება - ”მადრიდის რეალის” საპრეზიდენტო სავარძელი- კვლავ აუხდენელი რჩებოდა.
და როდესაც ისე ჩანდა, რომ ეს დროც დადგა, ფლორენტინომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ”მადრიდის რეალის” საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა- პერესმა რამონ მენდოსასთან მთელი 690 ხმით წააგო. ბევრმა ეს წაგება იმ ფაქტს დაუკავშირა, რომ პერესს არ ყოფნიდა გამოცდილება და კავშირები. ასეა თუ ისე, ამას ვერ გავიგებთ, მაგრამ მთავარი ისაა, რა მოყვა ამას. მეფე მიდასმა მოლოდინის პოზიცია დაიკავა. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება, რაც მას ახასიათებს, არის ლოდინის უნარი, რაც არსებულ მომენტში ნიშნავდა მხოლოდ ერთს-ადრე თუ გვიან, ფლორენტინო პერესი მაინც დაიკავებდა კლუბის პრეზიდენტის პოსტს.
საბოლოო ჯამში მოლოდინი ხუთი წელი გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე პერესმა გაიუმჯობესა მატერიალური, ასევე მორალური მდგომარეობა. ასე რომ ლორენსო სანსს ნამდვილად ღირსეული მეტოქე და კონკურენტი ყავდა. მეფე მიდასის პროგრამა ნამდვილად ხმაურიანი იყო. პირველი, ის გუნდის მესვეურებს პირდებოდა, რომ მინუმუმამდე შეამცირებდა და შემდეგში გააქრობდა გუნდის ვალებს, რომელიც სანსის პრეზიდენტობის პერიოდში 280 მლნ. ევრომდე გაიზარდა. მეორე, ის პირდებოდა, რომ არ დაელოდებოდა სატრასნფერო ფანჯერებს მხოლოდ ერთხელ, ის აპირებდა ყოველი შუა სასეზონო სატრანსფერტო ფანჯრისას მინიმუმ ერთი ვარსკვლავის ყიდვას. ამასთანავე ფლორემ დაამატა, რომ ერთ ასეთ ფეხბურთელთან უკვე მიღწეული აქ წინასწარი პრინციპული შეთანხმება და რომ ის პუბლიკის წინაშე არჩევნების დასრულებისთანავე წარსდგებოდა. პერესმა ”კანტერაც” არ დაივიწყა. მან პირობა დადო, რომ უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობდა მათ. ამისთვის პერესმა წარმოადგინე გეგმა, რომლის თანახმადაც ის აპირებდა სასკოლო აკადემიების გახსნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ყურადღებით დააკვირდებოდნენ ბავშვებს და მათ შორის საუკეთესოებს გამოაგზავნიდნენ ესპანეთში. საკმარისად ჩანდა, არა? არა, ფლორენტინოსთვის სრულიად არ იყო ეს საკმარისი. მან არ დაივიწყა საშინაო არენა და სავარჯიშო მოედანი. პერესი პირობას დებდა, რომ ”სანტიაგო ბერნაბეუს” გახდიდა საუკეთესოდ კომფორტულ ადგილს ფეხბურთის საყურებლად, ხოლო რაც შეეხება საწვრთნელ ბაზას, მას გეგმაში ქონდა სუპერთანამედროვე და სუპერკომფორტული ბაზის აშენება ვალდებაბასის რაიონში.
იმისთვის, რომ საბოლოოდ მოეპოვებინა გამარჯვება მეტოქეზე, არცევნებამდე ერთი კვირით ადრე გაჟღერდა იმ ვარკსვლავი ფეხბურთელის სახელი და გვარი, რომლის ყიდვასაც პერესი აპირებდა: ის იყო ”ბარსელონას” ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ.
ასეთ რამეს არავინ არ ელოდა. ნათელი გახდა, რომ სანსის ხელმეორედ არჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ ასეც მოხდა: ლორენსო სანს მხარი 13 302 ადამიანმა დაუჭირა, მაშინ როცა ფლორენტინო პერესის მხარდამჭერთა რიცხვა 16 469 ადამიანი შეადგინა!
საპრეზიდენტო სავარძელის დაკავებისთანავე ფლორენტინომ დაიწყო დაირებების შესრულება. თავიდან პერესმა ორი კურდღელი მოკლა: გაყიდა ძველი სამწვრთნელო ბაზა 300 მლნ. ევროდ, რამაც მისცა მას საშუალება მაშინათვე სრულად დაეფარა კლუბის დავალიანება. ამის შემდეგ მოხდა ”სანტიაგო ბერნაბეუ”-ზე ტევადობის გაზრდა. ხუთი წლის მანძილზე ის 75 738-დან 80 354 მაყურებლამდე გაიზარდა. ამას დამატებული 2004 წლის ზაფხულში ვალდებაბასზე დაიწყო ახალი სამწვრთნელო ბაზის მშენებლობა. ამან ყველაფერმა საშუალება მისცა ფლორენტინოს 2004 წლის მორიგ არჩევნებში გაემარჯვა, თან ხმათა რაოდენობის მთელი 94,2%-ით.
სწორედ მისმა პოლიტიკამ, მისმა მიდგომამ, რომ დაპირებები მარტო ქარალდზე არ ეწერა და ისინი რეალურად სრულდებოდა, მისცა მას საშუალება დაემსახურებინა ასეთი ნდობა. მისი გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული კურსი აღებულ იქნა, არა უბრალო ფეხბურთელების ყიდვაზე, არამედ ”ზიდანებსა და პავონებზე”, ანუ მსოფლიოს საფეხბუირთო სამყაროს ვარკსვლავებზე, ამავდროულად არ ივიწყებდნენ საკუთარ კადრებს. ლუიშ ფიგუს მოყვნენ ზიდანი, რონალდო, დავიდ ბექჰემი, მაიკლ ოუენი... ძნელია წარმოიდგინო, როდის მოხდება ასეთი რამ მეორედ, რომ ერთი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე გამოვლენ ერთბაშად ”ოქროს ბურთის” ხუთი მფლობელი. ამასთნავე შანსი ეძლეოდათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვენენ თავად ფრანსისკო პავონი, პაულ ბრავო, ოსკარ მინიამბრესი, ალვარი მეხია, ხავიერ პორტილიო, ხუანფრანი, ბორხა ვალერო და სხვა ბევრი. ძნელია იმსჯელო ამ კურის სისწორეზე, ალბათ ყველაზე კარგი იქნება, თუ აიღებთ 2003-2006 წლებში მოგებულ ტიტულებს...
ყველა მედალს ორი მხარე აქ. ზემოთ დადებითებზე ვილაპარაკეთ, მოდის მის სისუსტეებზე გავამახვილოთ ყურადღება. დიახ, ასეთებიც იყო, ყველაზე მთავარი კი: ნამდვილი მადრიდისტა მწვრთნელისთვის გუნდში მუშაობაზე უარის თქმა იყო. ”ულვაშამ” ორჯერ მოაგებინა ”მადრიდის რეალს” ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონი, ასევე მოაგებინა ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი... 2002 წლის 6 მარტს მოხდა მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ყველაზე მეტად დელ ბოსკეს მომავალი ”მადრიდის რეალში” 100 წლის იუბილის დღეს, ”მადრიდის რეალი” ესპანეთის თასზე აგებს შეხვედრას ”დეპორტივოსთან” ანგარიშით 1:2 , მიუხედავად იმისა, რომ ”სამეფო გუნდმა” ის წაგება ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბაიერნის” ძლევით გადაიტანა, როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესმა გულში შეინახა იმედგაცრუება და უკვე მომდევნო წელს მან არ გაახანგრძლივა დელ ბოსკესთან კონტრაქტი. ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა პრეზიდენტი, რომ დელ ბოსკე არ შეეფერებოდა ”მადრიდის რეალის” იმიჯს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: პერესმა აიძულა გუნდის ლიდერი და კაპიტანი ფერნანდო იერო, დაეტოვებინა კლუბი, ისევე როგორც ჩამშლელ ნახევამრცველ კლოდ მაკელელეს, ჩათვალა რა , რომ მომავალში მათ გარეშეც მშვენივრად ითამაშებდა გუნდი. განსაკუტრებით ფრანგის შესახებ, პერესმა შემდეგი რამ განაცხადა: ”მშვიდად ვცხოვრობთ მაკელელეს გარეშეც, მას საშუალო ტექნიკ აქვს, არ აქვს სიჩქარე და დრიბლინგი, რომ მოატყუოს მეტოქე, ხოლო მისი გადაცემები არაზუსტია. არ შეუძლია თავით თამაში და სამ მეტრზე შორეული გადაცემები. მოვლენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და მაკელელეს ყველა დაივიწყებს.” ახალგაზრდები კი მოდიოდნენ და მიდიოდნენ, უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ და ყიდდნენ, მაგრამ მაკელელე ვერა და ვერ შეცვალეს. ზიდანი კი ტყუილად არ იტყოდა შემდეგს:
და ბოლოს , მესამე და მეოთხე: მთავარ მწვრთნელად კარლუის კეირუშის დანიშვნა და ასევე რონალდინიოს ყიდვისგან თავის არიდება.
პორტუგალიელი მთავარ მწვრთნელად პერესმა მხოლოდ და მხოლოდ ვალდანოს ”ხათრით” დანიშნა, რომელიც ახლოს იცნობდა კეირუშს. რაც შეეხება რონალდიონიოს, მისი ყიდვისგან თავად პერესმა შეიკავა თავი, მან ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
როგორც გამოჩნდა, პერესმა თავად გაიაზრა დაშვებული შეცდომები, განსაკუთრებით კი ორი ტურნირიდან გამოვარდნის (ჩემპიონთა ლიგაში ”არსენალმა” გამოაგდო, ხოლო სამეფო თასზე კი ”სარაგოსამ”) და ასევე იმის შემდეგ, რაც ”მადრიდის რეალი” ”ბარსელონას” პრიმერა დივიზიონში მთელი შვიდი ქულით ჩამორჩა. მეფე მიდასს უჭირდა იმის ყურება, თუ როგორ დგებოდა და ეღებოდა ბოლო მის გეგმებს. არც თუ ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მან თავის თავზე აიღო ყველაფერი და გადადგა:
პერესის სიტყვებმა საკმაოდ ფართო რეზონანსი პოვა. ბევრნი ელოდნენ მორიგი მთავარი მწვრთნელის გადაყენებას, მაგრამ არავინ ელოდა, რომ თავად პრეზიდენტი გადადგებოდა. თავისი განცხადება, რომელიც გამოწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ასეთი იყო ოფიციალური მონაცემები პრეზიდენტთან დაკავშირებით. ფლორენტინოს მეუღლე უფრო შორს წავიდა:
მაგრამ, ფეხბურთი ალკოჰოლიზმი არაა და ყველამ კარგად იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ფლორენტინო დაბრუნდებოდა.
და აი, 2009 წლის 1 ივნისი. ფლორენტინო პერესი კვლავ საპრეზიდენტო სავარძელში მოკალათდა. მისი დე-ფაქტო დაბრუნება ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულში შედგა, როცა გაცხადდა , რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, უბრალოდ არ იყვნენ. თავისი არყოფნის მანძილზე ფლორენტინო პერესმა გაიაზრა, რომ ”თეთრებს” სტაბილურობა აკლდათ. სამ წელიწადში ხუთი გამოცვლილი მწვრთნელი-ძალიან გადაჭარბებულია.ამავდროულად, ”გალაქტიკოს” აღდგენა-მისი გეგმების არც თუ ისე პატარა ნაწილია, რომლის რეალიზაციაშიც მას ზინედინ ზიდანი და ემილიო ბუტრაგენიო დაეხმარებიან. იყიდა რა კრიშტიანო რონალდუ, კაკა, ხაბი ალონსო, პერესმა ასევე შესანიშნავად შეარჩია მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა. თუ ერთ-ერთი ასეთი კანდიდატის, რომელიც ”ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, გადმოყვანა მაშინ ძნელი იყო , მანუელ პელეგირინი სიამოვნებით დათანხმა ”თეთრების” შემოთავაზებას. მაშინ მათი ყველაზე მთავარი მიზანი იყო ”სანტიაგო ბერნაბეუ”-ზე ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა, მაგრამ... მაგრამ და მანუელ პელეგრინიც ანალოგირად გაქრა ”მადრიდის რეალისგან”. მოვიდა ჟოზე, რომელსაც თან მოყვა გამარჯვებებს მოწყურებული მესუთ იოზილი, ანხელ დი მარია, ფაბიო კოენტრაო... ჟოზემ შეძლო კარიმ ბენზემასთვის ახალი სულის შთაბერვა, კრიშტიანო რონალდუს დარწმუნება, რომ ის უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე ინდივიდუალისტი და შედეგმაც არ დააყოვნა. ”მადრიდის რეალი” ”ბარსაშ” ათი ქულით უსწრებს და მთელი სისწრაფით მიიწევს ჩემპიონობისკენ, გზაში კი ხანდახან ჩემპიონთა ლიგაზე უწევს ფიქრი. ფლორენტინო პერესი მშვიდადაა, ეხლა ის უკვე დარწმუნებულია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შეუძლია ”მადრიდის რეალი” უკვე არა 20-ე საუკუნის, არამედ 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდად აქციოს. აკეთოს, ჩვენ კი ვუყუროთ, დრო ჯერ კიდევ არის... ვფიქრობ, მან თავისი გაკვეთილი ისწავლა...
- 9 მარტი 2012
- 3 352
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.