მოუს მეასე მატჩი
"ბეტისთან" დაპირისპირება, ჟოზე მოურინიოთვის მე-100 გამოდგება "რეალის" თავკაცის რანგში.
პორტუგალიელი სპეციალისტი მეორე წელია მეთაურობს მადრიდელებს.ამ პერიოდის განმავლობაში მან "კოპა დელ რეის" მოგება მოახერხა და წლეულს, ძალიან ახლოს არის პრიმერა დივიზიონთან.
"თეთრებმა" მოუს მწვრთნელობით, 63 მატჩი ლა ლიგაზე, 19 ჩემპიონთა ლიგაზე, 15 სამეფო თასზე და 2 სუპერ თასზე ჩაატარეს.გუნდი აღნიშნული ორთაბრძოლებიდან 76%-ში გამარჯვებული გამოვიდა.გაიტანა 276 (საშუალოდ 2.7 თამაშში) და საკუთარ კარში მიიღო მხოლოდ 79.ყველაზე დიდი შედეგი დაფიქსირდა "ლევანტეს" წინააღმდეგ - 8-0.
წარმატებები ვუსურვოთ მოუს! იმედია, "რეალის" დამრიგებლის პოსტზე კიდევ არაერთ სასიამოვნო სეზონს გვაჩუქებს!!!
- 9 მარტი 2012
- 1 587
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.