14–მა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა
სტატისტიკოსებმა კიდევ ერთი ციფრული მაჩვენებელი წარმოგვიდგინეს. აქტივის თანახმად, მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" 14–მა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი, რაც შესანიშნავი შედეგია. გეტყვით, რომ საქმე ეხება "პრიმერა დივიზიონს".
ხსენებული 14 ფეხბურთელიდან, ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი (30), შემდეგ მოდის პიპიტა (16), რომლის უკან ქარიმ ბენზემა იმყოფება (13). უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელმა იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ეს გუნდის ცენტრ–ფორვარდებმა შესძლეს.
თუ არ ჩავთვლით გონსალოსა და ქარიმს, მაშინ კრიშტიანუს კვლავ იმაზე მეტი ბურთი აქვს შეგდებული, ვიდრე დანარჩენ თერთმეტ ფეხბურთელს ჯამურად.
Realmdarid.com
- 8 მარტი 2012
- 1 917
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.