პრესიადო:"მოურინიო პირველია"
ვარჯიშის დროს ხიხონის "სპორტინგის" მეთაური, მანუელ პრესიადო "სამეფო" კლუბის სამწვრთნელო ბაზას ესტუმრა, სადაც მან კომენტარი გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, მანუელი და ჟოზე მოურინიო საკმაოდ კარგი მეგობრები არიან.
"ჟოზე მოურინიოსთან მუდმივ კონტაქტში ვარ და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ვგონებ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ნომერ პირველია თავის საქმიანობაში, ვინაიდან მას შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელი საბრძოლველად განაწყოს და შემოაბრუნოს ყველა შეხვედრა".
"მადრიდის "რეალს" აქვს საკმაოდ დიდი ჰანდიკაპი და მის მდევრებს გაუჭირდებათ მცირე კონკურენციის გაწევაც კი "პრიმერა დივიზიონში". რასაკვირველია, "მერენგებს" ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ და ამას უმეტესწილად ახერხებენ კიდეც".
"როგორც ყველა, ასევე მეც ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ–ერთი მთავარი ფავორიტი "სამეფო" კლუბია. ზოგადად, ამ გუნდისგან და უპირველესყოვლისა ჟოზესგან უდიდეს სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობ, რითიც უზომოდ მოხარული ვარ", აცხადებს ხიხონელთა თავკაცი.
Realmadrid.com
- 7 მარტი 2012
- 1 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.