ხედირამ ოთხეული გაახუთეულა
მოგეხსენებათ, ესპანიოლთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდის "რეალმა" 5-0 მოიგო, ერთ-ერთი გოლი სამი ხედირას ანგარიშზეა. გერმანელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი კომბინაციის შედეგად მოახერხა მეტოქის კარის აღება...
ხედირა შეუერთდა იმ ფეხბურთელა სიას, რომელთაც ყველა ტურნირზე ჰქონდათ გოლი გატანილი. სამიმ პრიმერაშიც აიღო მეტოქის კარი, ჩემპიონთა ლიგაშიც და სამეფო თასზეც.
ხედირამ ჩემპიონთა ლიგაზე ლიონის კარის აღება შეძლო, სამეფო თასზე კი მანუელ პელეგრინის დამოძღვრილი მალაგა დალაშქრა.
რომ არა ტრავმები გერმანელი მოთამაშე გაცილებით უფრო მეტს მიაღწევდა. იგი დაცვაშიც ნაყოფიერად მოქმედებს და წინა ხაზშიც, სწორედ ამაზე მეტყველებს მოცემული სტატისტიკა.
აქამდე სამივე ტურნირზე გოლის გატანა აღნიშნული ოთხ მოთამაშეს ჰქონდა, ესენი არიან: კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა, ხოსე კალეხონი და გონსალო იგუაინი. კატალონიელებთან შეხვედრის შემდეგ კი მათ სიას "6"-იანიც შეუერთდა.
- 7 მარტი 2012
- 2 023
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.