"რეალში" კურტუას განიხილავენ
სპორტული გამოცეა "ას"-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბში იკერ კასილიასის მომავალ შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად გუნდის რიგებში, მეორე კიპერის პოსტს ნიჭიერი ადანი იკავებს, მადრიდელები მაინც სხვაგან იყურებიან.ამ ეტაპზე მათ ინტერესთა სფეროში "ატ.მადრიდის" ბელგიელი მეკარე, ტიბაუტ კურტუა მოხვდა.ეს უკანასკნელი "ჩელსის" საკუთრებაა და ესპანეთის დედაქალაქში განათხოვრების ხარჯზე ასპარეზობს."არისტოკრატებმა" კოურტოისი "გენკიდან" შეიძინეს და მასე დიდ იმედებს ამყარებენ.აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ იქნება ადვილი "როხიბლანკოს" კარის დარაჯის გადმობირება.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს კასილიასი 31 წლის ხდება.რა თქმა უნდა, "ფურია როხას" კაპიტანო კიდევ რამდენიმე წელი შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა ადრე თუ გვიან მასაც ოუწევს ბუცების ლუსმანზე ჩამოკიდება.
პ.ს. ჩემი სუბიექტური აზრით, ანტონიო ადანი უნდა იყოს "ბლანკოსის" მომავალი მეკარე.
- 7 მარტი 2012
- 2 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.