"110"
9 გზის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგისა , 31 გზის ჩემპიონი ლა ლიგისა ,17 გზის გამარჯვებული ესპანეთის თასისა.''რეალ მადრიდი''-ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ფეხბურთის ისტორიაში. ამ საოცარი შედეგის მიღწევაში უამრავი მძიმე შრომა იქნა ჩადებული თავისი ეპოქის დიდებული ფეხბურთელებისა. ისტორია კლუბისა, რომელიც გახდა არამარტო ისტორია სპორტისა, არამედ საჯარო , სოციალური მოვლენა.
დასაწყისი ამ ყველაფრისა იყო შორეულ წარსულში 1902 წელში, ამა წლის 6 მარტს შეიქმნა ლეგენდარული კლუბი და ასეთი იყო მათი პირველი ნაბიჯები:
1887 წელს, ესპანეთის დედაქალაქში, დღის სინათლეს მოევლინა ''Foot-Ball Sky'' , წინაპარი და მამა ყველა მადრიდული გუნდებისა. კლუბის წევრები არ ჩქარობდნენ მათი გუნდის დარეგისტრირებას, ისინი არ თვლინდნენ ამ ქმედებას საჭიროდ , მათ ხომ უბრალოდ ფეხბურთის თამაში სურდათ.
1890 წელს დონ ხულიან პალასიოსმა(სურათზე დაბლა) ჩაიბარა კოლექტივი , '' Sky'' დაყოფის შემდგომ. მას გაყვნენ: პადროსა, მელენდესი,მენდინა,ვარელა, ძმები ხირალტები,ნეირა და კიდევ რამდენიმე უკმაყოფილი ფეხბურთელი '' Sky'' -ში შექმნილი სიტუაციის გამო. კლუბის პრეზიდენტმა (მაიორამ) ვერ შეძლო მათი გუნდის ფეხზე წამოყენება და დაიწყო გუნდის დაყოფა.
'' Sky''-ის დისიდენტებმა დაიწყეს გამოსვლა <<კამპო დე ესტრადა>> -ში. გახსნილი მოედანი, რომელიც ატარარებდა დასახელებას : მარმარილოს მოედანი, პალასიოსის ჰქონდა იქვე პატარა საამქრო და ცხოვრობდა იქვე ახლოს. შორისახლოს იყო აღმართული ხერონიმასის მონასტერი , ( ახლანდელ დროში ეს ადგილი შერწმულია ორტეგას-გასეტის და ვალესკესის ქუჩებთან)აქ დასახლდნენ მოგზაურები და გააგრძელეს ფეხბურთის თამაში, ხულიანას მეთაურობით.
პალასიოსი არამარტო დასახლდა აქ, არამედ მას ბედმა გაუღიმა და ზუსტად აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, მარმარილოს ოსტატის ქალიშვილს. საინტერესოა, მაგრამ მეორე დამაარსებელი მადრიდული კლუბის ''Madrid Foot-ball Club''-სა დონ ანხელ ბარკინიც შეუღლდა სხვა ცნობილი, იმ ეპოქის მარმარილოს ოსტატის, დონა ფაუსტინო ნიკოლის ქალიშვილთან. ფაუსტინო უკვე მალევე გახდა ვიცე-მერი მადრიდისა. ამის შემდეგ კი დედაქალაქი მოიცვა მარმარილოს საამქროებმა. მეორე მადრიდული კლუბი, ათლეტიკო", რომელიც დაარსდა 1903 წელს თავისი პირველი ნაბიჯები გადადგა ''რონდა დე ვალკას''-ში.
მთლიანობაში ეს იყო ბნელი მხარე კლუბის ისტორიაში, გაზეთები ყურადღებას არ ამახვილებდნენ ახლად დაბადებულ სპორტის სახეობის, ძველი ინგლისური სახელწოდების მქონე გუნდის მიმართ. 1901 წელს პალასიოსი და კამპანია გადავიდნენ პარადინიასის კვარტალში, იმ მომენტისთვის მას ეხმარებოდნენ ძმები პადროსები. [/left]
პირველი მოედანი
პირველი სერიოზული მოედანი აღმოჩნდა , ავენიდას დე ლა პლასა დე ტოროსი, ალკადას ჩუსასთან ახლოს, რომელსაც ძნელია უწოდო წარმატებული ადგილი ფეხბურთის სათამაშოდ. ახლა ამ ადგილას აღმართულია სპორტის სასახლე, მაშინ კი მოედნის ირგვლივ განთავსებული იყო ნაგავსაყრელი. იქ გახლდათ კანაოები განთავსებული, რათა ურიკებს, რომლითაც ნაგავი დაქონდათ არ გადაეკვეთად მოედნის ტერიტორია.
რა თქმა უნდა, იმდროინდელი მატჩები დიდ ყურადღებას არ იქცევდა , ფეხბურთელები კი ითვლებოდნენ კლუბის მფლობელებად, ორგანიზატორებად და მუშებად. სამაგალითოა ფეხბურთელის ისტორია , რომლის სახელსაც არავინ დაიმახსოვრებს ,მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელიც თამაშობდა მარცხენა ფლანგზე შეტევაში, ამავდროულად მეგობრების ბუცები მწყობრში მოჰყავდა , დაჰქონდა და აყენებდა კარებებს , მას ეძახდნენ ''კონდიტერს'' , იმიტომ რომ ის იწყებდა მუშაობას დილა ადრიან გენერალ პარადინიასის ქუჩაზე.
შორის ახლოს ალკალას ქუჩასთან იმყოფებოდა ბარი ლა ტაურინა , მისი მფლობელი, სენიორ მარონი , დიდი სიამოვნებით აძლევდა ფეხბურთელების ბარის ''საჭირო ოთახის'' სარგებლობის უფლებას. ესპანელები ახალი სპორტის სახეობას უყურებნენ , როგორც დასვენების საშუალებას , მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, ამ საკითხს მხოლოდ გუნდში მყოფი ინგლისელები უდგებოდნენ სერიოზულად , ერთ-ერთი კი ყველას დაამახსოვრდა თავისი საქციელის გამო , ის დაქორწინდა შაბათს ,მეორე დღეს კი ჩაატარა მატჩი.
დიახ საუბარია ბატონ არტურ ჯონსონზე, ავტორი პირველი თამაშის ნორმატივებისა მადრიდში, ავტორი პირველი ოფიციალური გოლის ''მადრიდ''-ისა და მომავალში გუნდის მწრთნელზე.
1902 წლის 6 მარტს, ხუთშაბათს, ბარში ''ლა ტაურინა''-ში გაიმართა შეკრება , სადაც იქნა მიღებული ახალი კლუბის შექმნის გადაწყვეტილება. ასევე იქნა მიღებული პირველი ხუნტას დირექტორი, კატალონიელი ხუან პადროს რუბიოს მეთაურობით, რომელსაც მალევე მოუხდა გაერთიანება უკვე არსებულ კლუბთან, რომელსაც მეთაურობდა პალასიოსი.
ოფიციალურ საიტზე კლუბისა, პალასიოსი გვევლინება პირველ პრეზიდენტად კლუბისა(1900-1902).
შემადგენლობა პირველი ხუნტისა:
პრეზიდენტი:ხუან პადროს რუბიო
ვიცეპრეზიდენტი:ენრიკე ვარელა
მდივანი:მანუელ მედია
სამეურვეო საბჭოს წევრები:ანტონიო ს. ნეირა ,მარიო ხირალტი, კარლოს მერტენსი,ალვარო სპოტორნო,არტურო მელენდესი და ხოსე დე გოროსტისაგა.
ახალმა ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღებდნენ მატჩებში მონაწილეობას , რომლებიც გადაიხდიდნენ 5 პესოს, ასევე ყოველი თვის ბოლოს მათ უნდა შეეტანათ 2 პესო კლუბის ბიუჯეტში.
რათა ოფიციალურად გაემყარებინა გუნდის პოზიციები , ხუან პადროსა გაემგზავრა ქალაქის ადმინისტრაციასთან 18 მარტს 1902 წლისა, ქაღალდით ხელში შემდეგი ტექსტით:''ხუან პადროსა მადრიდის ხელმძღვანელობის პალატიდან , რომელიც იმყოფება მადრასოს ქუზის 25-ში უცხადებს თქვენ ბრწყინვალებას , რომ სურს დაარსოს სპროტული კლუბი, დასახელებით "Madrid Foot-ball Club ", რომლის თანადამფუძნებელი თვითონ გახლავართ და ვუხელმძღვანელებ გუნდს თქვენი თანხმობის შემთხვევაში.'' მან მიიღო ნებართვა ამავე წლის 22 აპრილს.
-ხუან პადროს რუბიო - დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ''რეალ მადრიდ''-ისა, დაიბადა ბარსელონაში ,1869 წლის 1 დეკემბერს. იყო პრეზიდენტი კლუბისა 1902 წლიდან 1904 წლამდე.
-კარლოს პადროს რუბიო - ''მადრიდის'' პრეზიდენტი 1904 წლიდან 1908 წლამდე. დაიბადა 1870 წლის 9 ნოემბერს. დაიღუპა 1950 წელს მადრიდში.
ის, რომ ''რეალი'' დაარსა კატალონიური ფესვების მქონე ხალხმა არ იყო ცნობილი 1992 წლამდე. პადროსა რუბიოს ოჯახი მართლაც მოდიოდნენ ქალაქ სიდჯესიდან , თვითონ ძმები კი დაიბადნენ ქალაქ მატარო-ში 30 კილომეტრით მოშორებით ბარსელონადან, პადროსები იყვნენ ერთ-ერთი ცნობილი ვაჭრები და ისინი იყვნენ დასახლებული ერთ-ერთ ცნობილ ცენტრალურ ქუქაზე, ალკალაზე. ისინი ფლობდნენ ტანსაცმლის მაღაზია ''ელ კაპრიჩოს''-ს და უკერავდნენ ფორმებს გუნდს. თეთრი მაისური , შავი შორტები, გამაშები და ლურჯი გერბი ''მადრიდის'' გულზე - იმიტირებდნენ მაშინდელ ცნობილი გუნდის, ლონდონის ''კორინთიანსის'' ფერებს.
მათი ''ელ კაპრიჩო'' გახდა ადგილი, სადაც ოფიციალურად დაარსდა კლუბი ''მადრიდი''. იქ შედგა პირველი შეკრება კლუბისა , იქნა შექმნილი და დამტკიცებული ქარტია, იქვე იქნა შემგომში მოწოდებული იდეა ესპანეთის ჩემპიონატის შექმნისა და იქნა პირველი ქვები დადებული ეპანეთის კლუბების ფეხბურთის ფედერაციის შექმნისა , რომელიც შემდეგ ჩამოყალიბდა როგორც ესპანეთის სამეფო ფედერაცია ფეხბურთისა.
უმცროსმა ძმა, კარლოსი იყო ერთ-ერთი არა პირდაპირი ორგანიზატორი ''Fifa''-სი. ეს იყო მრავალმხრივი ადამიანი, რომელმაც დატოვა თავისი კვალი არამარტო სპორტში , ის ასევე იყო წარმატებული პოლიტიკოსიც. იმის შემდგომ, რაც მან დატოვა კლუბის პრეზიდენტობის პოსტი , ის მოღვაწეობდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში და შეურთდა ლიბერალების პარტიას(1912-1918). თავის დროზე პადროსამ ხმა მისცა თანამეგრობრობის პროექტს , ამ პროექტის მეშვეობით შეიქმნა ''კატალონიური თანამეგობრობა'' , ამ გზით პირველად 1914 წელს , ესპანეთმა აღიარა კატალონიური ერთიანობა ოფიციალურ დონეზე.მათი გაერთიანება არ ფლობდა დიდ პოლიკუტურ გავლენას, მაგრამ მოგვიანებით ჩამოყალიბდა კატალონიას ავტონომიური ტერიტორია და სხვა ავტონომიები ესპანეთისა. დღეს კი, კარლოს პედროსას სახელი ჰქვია ქალაქ მატაროს პროსპექტს. კარლოსი დაკრძალულია მადრიდში.
მას შემდეგ, რაც ხუანმა პრეზიდენტის პოსტი გადააბარა თავის ძმას , ის გადაბარგა საცხოვრებლად არენას დე სან-პედროში.ის იქვე გარდაიცვალა 1936 წელს. ქალაქის ისტორიაში მან თავისი სახელი ორქოს ასოებით ჩაწერა, არა იმიტომ რომ ის იყო ''მადრიდის'' დამაარსებელი, არამედ იმიტომაც, რომ მან შეიტანა თავისი წვლილი ქალაქის განვითარებაში,მანვე დაარსა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი ფანკლუბი.
პირველი მატჩი
1902 წლის 8 მარტს გაზეთი ''გერალდ სპორტი'' წერდა: '' მადრიდში არსებობს ორი კლუბი ,- ''Foot-Ball Sky'' , რომლის პრეზიდენტად გვევლინება მაიორა და ''Madrid Foot-Ball Club'' რომელსაც მეთაურობდა სენიორ პალასიოსი (ხულიანი). მიუხედავად იმისა , რომ ეს სპორტის სახეობა არ ითვლება ჩვენთვის ტრადიციულად, მან მაინც შეძლო და შემოიკრიბა მის ირგვლივ უამრავი ენთუზიასტი , რომლებიც იკრიბებიან კვირაობით დილით და თამაშობენ ბურთს. მატჩებზე კი უამრავი ადამიანი იყრის თავს ,თვითონ დაპირისპირებები კი ძალიან ცხელი და სანახაობრივია''.
ამავე გაზეთში იყო მითითებული, რომ ამა თვის 9 რიცხვში შედგებოდა მატჩში , ''წითლებსა '' და ''ლურჯებს'' შორის . თუმცაღა ეს მატჩში არ იყო სრულფასოვანი დაპირისპირება. ეს უფრო გამოცდა იყო ახლად შექმნილი გუნდისა, რომელიც უპირსპირდებოდა თანაგუნდელებს.
შემადგენლობები კი იყო შემდეგნაირი:
"ლურჯები": მელენდესი, პედროსი ,სპოტორნო, გორისტისაგა ,მენდია, პარამო , ნეირა ,ხირალტი, პალასიოსი (K.), მარტენსი, როდერო.
''წითლები'': ხირალტი , ლენედესი, სმელეტი, სალვადორი , ვალკარკელი, სპოტორნო(A.), სტამფერი, პალასიოსი (X.), ვარელა ,სელადა, ბუენო.
თამაში აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და გამარჯვება მოიპოვეს ''ლურჯებმა'' , რომლებმაც მოახერხეს გოლის გატანა, მაშინ როცა "წითლებმა'' ვერ მოახერხეს საპასუხოდ მეტოქის კარის აღება. უნდა დავამატო , რომ თამაშს სჯიდა (მსაჯობდა) კარლოს პედროსა.
რაც შეეხება "Foot-Ball Sky"-ს, მათ დაშლის შედმგომ შეიცვალეს სახელი და დაირქვეს "New Foot-Ball Club". ფორმის ფერი ? ლურჯი შორტები და წითელი მაისური.
ყველაფერი ეს იყო პირველი ნაბიჯები ფეხბურთისა ესპანეთში და მადრიდში , მაგრამ საბედნიეროდ ერთი მოვლენისა , რომელმაც შეძლო გადამწყვეტი როლის თამაში ესპანეთის ფეხბურთის განვითარებიში, ეგრეთწოდებულმა ''კონკურსი ფეხ-ბურთში'' ყველაფერი შეცვალა , რომელიც ჩატარდა 1902 წლის მაისში.
სამეფო თასი
(სურათზე: მისი აღმატებულება მეფე ალფონსო XIII გვერდს უმშვენებს პადროსას კონკურსის ჩატარებისას.)
უკვე ამ ტურნირის შემდეგ მადრიდი იწყებს სხვა მადრიდულ გუნდებთან და ესპანეთის გუნდებთან შეხვედრებს ასევე ისინი შეხვდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კლუბებსაც.მაგრამ გადამწყვეტი თარიღი იყო 13 მაისი 1902 წლისა , დილის 11 საათი , რომელმაც განსაზღვრა დაბადება და არსებობა გუნდისა, პირველი ოფიციალური მატჩი ''მადრიდის '' კონკურსის ''ფეხ-ბურთის'' ფარგლებში ჩატარდა "ბარსელონას" წინაამღდეგ. მატჩში , რომელშიც დაიწყო ''მადრიდის'' და ელ კლასიკოს ისტორია.
ტურნირი იყო ორგანიზებული კარლოს პადროსას მიერ , მეფის კარლოს XIII-ს საპატივცემულოდ."Rey-niño" ამ მოვლენასთან დაკავშირებით ქვეყანაში სუფევდა სადღესასწაულო განწყობა. პადროსამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს უნაკალური შემთხვევა , რათა ახალგაზრდულ კლუბს თავი გამოეჩინა და მიეპყრო ხალხის ყურადღება და ორგანიზება გაუწია ტურნირს (ან კონკურსს ''ფეხ-ბურთს'') , რომელსაც სამეფო თასი დაარქვა. მასში მონაწილეობდა 5 გუნდი სრულიად ესპანეთიდან. ''მადრიდი'' , "ბარსელონა", ბასკეთის ნაკრები (ფაქტობრივად ბილბაოს''ატლეტიკი''), "ესპანიოლი" და მადრიდული "New Foot Ball Club". ვერცხლის თასი, რომელიც თამაშდებოდა იქნა ნაჩუქარი ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ.
სამეფო თასი ალფონსო XIII-სა
პირველ მატჩში და ამავდროულად 1/2 ფინალში: ''მადრიდი'' შეხვდა "ბარსელონას" და დამარცხდა ანგარიშით 1-3.
გამამხნევებელ მატჩში: "ესპანიოლის" წინაამღდეგ იმარჯვა ანგარიშით 3-2 .
ტრიბუნები აქტიურად ივსება, მიუხედავად არცთუისე ბილეთის დაბალი ფასისა, 10 და 25 ცენტისა.(ქალებისთვის შესვლა კი უფასო გახლდათ). ორგანიზატორებს მოუწიათ დამატებითი ადგილების ჩამატება ''იპოდრომზე'' რომელმაც მიიღო ყველა მატჩში ტურნირისა. ''მადრიდს'' ხვდა წილად უფრო გამოცდილი ''ბარსელონა'' და 13 მაისს 1902 წლისა იპოდრომის მოედანზე ( ახლა იმ ადგილას აღმართულია სამინისტრო)1500 მაყურებელის წინაშე შედგა პირველი კლასიკო, სადაც "ბარსელონამ" დამარცხება მიაყენა "მადრიდს" ანგარიშით 3-1.
მიუხედავად მადრიდელების ახალგაზრდობისა მათ მაინც შეძლეს პუბლიკის გაოცება, როგორც იტყობინებიან ქრონიკები: დილით, 13 მაისს მოლოდინი სუფევდა მადრიდის ქუჩებში. ქალაქში გამოაცხადეს ფეხბურთის დღესასწაული , ყველა ქუჩის კუთხეში იყო გამოკრული განცხადება : ''დღეს ფეხბურთია''. მაშინ არავის არ შეეძლო ალბათ წარმოედგინა , რომ ეს მატჩში გადაიქცეოდა დასაწყისი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებისა ფეხბურთის ისტორიაში. 6 უცხო ქვეყნის მოთამაშე გამოდიოდა ბარსას რიგებში, ესენი იყვნენ: - ვიტი ,მაიერი , პარსონსი,გამპერი ,მორისი და შტაინბერგი. ეს ნამდვილად საკმარისი იყო იმისთვის რომ გადაელახათ მადრიდელების ენთუზიამზი, რომლებსაც მხოლოდ ჯონსონი და ძმები ხირალტები(ისინი იყვნენ კუბიდან) ჰყავდათ უცხო ქვეყნის ფეხბურთელები. იმ დროისთვის '' ატლეტიკში''-იც კი თამაშობდნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები , და საკმაოდ ბლომადაც ამას კი მოქონდა შედეგი. 1915 წელს ''ატლეტიკიდან'' წავიდა ბოლო ფეხბურთელი, რომელიც წარმოადგენა სხვა ქვეყანას, ამის შემდეგ ბილბაოურ გუნდში გამოდიან მხოლოდ ბასკები. გოლი, რომელიც ''მადრიდმა'' გაიტანა ''ბარსელონას'' კარში ჯონსონის ანგარიშზე იყო.
"მადრიდი" -"ბარსელონა" 1-3
გოლები:ჯონსონი - შტაინგებრგი (2), გამპერი
"მადრიდი":სევილია , მოლერა , მარიო, ხირალტი ,გონგორა, სპოტორნო,პალასიოსი, ჯონსონი ,ხოსე ხირალტი,ნეირა ,არმანდო ხირალტი , სელდა.
"ბარსელონა":პუელე, არტურ უიტი,ლიოვე, ტერადასი,მეირი, ვალდესი ,პარსონსი,გამპერი,მორისი,შტაინბერგი,ალბენისი.
არბიტრი:არანა(ბასკეთი)
ტურნირის ფინალში შეხვდნენ ''ბარსელონა'' და ''ბასკეთი''. თუ კატალონიელებმა დაამარცხეს '' მადრიდი'' , "ბასკებმა" უფრო დამაჯერებლად იასპარეზეს რა დაამარცხეს "ესპანიოლი" ანგარიშით (5-1) და "El New" ანგარიშით (8-1). ფინალში ბასკებმა დაამარცხეს კატალონიელები და მოიგეს თასი მაყურებლის მხურვალე ტაშის თანხლებით. როგორც აღმოჩნდა, ბასკები გახდნენ პირველი გამარჯვებულები სამეფო თასისა. სამაგიეროდ ''მადრიდიც'' არ დარჩენილა ამ ტურნირზე თასის გარეშე ,მათ "ესპანიოლთან " გამარჯვების გამო და როგორც ტურნირის ორგანიზატორს გადაეცათ "კოპა დე ლა გრან პენია" , რომელიც გახდა პირველი ტიტული კლუბის ისტორიაში.
- 7 მარტი 2012
- 3 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.