ლეგენდები იუბილეზე
მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალი" 110 წლის იუბილეს ზეიმობს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, "სამეფო" კლუბის ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს, კერძოდ ალფრედო დის ტეფანომ, გენტომ, პაჩინიმ, ამარომ, ემილიო ბუტრაგენიომ და სხვებმა.
ალფრედო დი სტეფანო:"არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, რომ "რეალი" მე–20 საუკუნის საუკეთესო გუნდად იქნა დასახელებული. ამ გუნდს მსოფლიოში ყველაზე დიდი სპორტული ისტორია აქვს, რომელიც დავიწყებას არასოდეს არ მიეცემა".
იგნასიო ზოკო:"მე არასდროს დავივიწყებ თასის ფინალს "ბარსელონასთან", როცა რეალურად ხუთ წუთში გადავწყვიტეთ მატჩის ბედი. სამი წლის მანძილზე "ბლანკოსის" კაპიტანი ვიყავი და ამის გამო ძალიან ამაყი ვარ".
პაცო გენტო:"ეს კლუბი არის გიგანტი, რომლის სახელი 110 წლის მანძილზე არ გამქრალა. მე უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე ამ გენიალურ გუნდში".
სანტამარია:"ჩვენი პრივილეგია იყო ამ კლუბის რეალური ძალის დანახება მსოფლიოსთვის. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით გამარჯვება და დამარცხება, ამიტომაც დღეს ხალხს ასე ძალიან უყვარს "რეალი"".
პაჩინი:"ამ გუნდის სახელით თამაში იგივეა, რაც მოიგო ევროპის რომელიმე პრესტიჟული ტურნირი. ეს არის უნივერსალური გუნდი, რომელმაც მოიგო არაერთი ტურნირი, სადაც მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები ირჯებოდნენ და ირჯებიან, კერძოდ დი სტეფანო, პუშკაში, გენტო, სანტამარია, გორდილო, ზიდანი, რონალდო, კარლოსი, რედონდო, კასილასი და რონალდუ".
ამარო:"გუნდი ყოველთვის გამარჯვებისკენ არის მიმართული და მისი მიზანი მხოლოდ გულშემატკივრების გახარებაა. ვამაყობ, რომ ამ უდიდესი ისტორიის პატარა, მაგრამ მაინც შემადგენელი ნაწილი ვარ".
ბუტრაგენიო:"მე დღესაც "ლოს ბლანკოსში" ვარ და ამჟამინდელი ფეხბურთელებით აღფრთოვანებული გახლავართ. ისინი ცდილობენ შედეგის შენარჩუნებას ან მის გაუმჯობესებას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოდის კიდეც".
Realmadrid.com
- 6 მარტი 2012
- 1 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.