მოურინიო ტოშაკის რეკორდს უმიზნებს
ჟოზე მოურინიოს ფორმაციის სამეფო კლუბი, პრიმერა დივიზიონის ტიტულთან ერთად, არაერთ რეკორდსაც უმიზნებს.
პორტუგალიელის მთავარი მიზანი, პირველი ადგილის გარდა, ჯონ ტოშაკის მიღწევის გაუმჯობესებაც არი.ამ უკანასკნელის დამოძღვრილმა მადრიდმა, 1990 წელს, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 107 გოლი გაახვია მოწინააღმდეგის კარში, რაც ამ მომენტისათვის საუკეთესო მაჩვენებელია, როგორც "რეალში," ასევე მთელს ესპანეთში.
22 წლის წინანდელ "ბლანკოსს," 25 ტურის თავზე, 72 გოლი ეწერა აქტივში, რაც 13 გოლით ნაკლებია, დღევანდელი გუნდის მაჩვენებლზე.ნიშანდობლივია, რომ იმ სეზონში, ტოშაკის შეგირდებმა "ბარსელონას" 1958-59 წლების შედეგიანობა დაამხეს (96 გოლი სეზონში).მაშინ, საუკეთესო ბომბარდირი უგო სანჩესი გახდა 38 გოლით, თუმცა როგორც უკვე იცით, აღნიშნული რეკორდი, გასულ სეზონში გააუმჯობესა კრიშტიანუ რონალდუმ.
აღნიშვნის ღირსია, რომ პრიმერა დივიზიონში ოცდამეხუთე სათამაშო დღის შემდეგ, არცერთ გუნდს არ ჰქონია მსგავსი შედეგი.გამოსარჩევია, "ვალენსია," რომელმაც 53 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ეს "რეალის" მაჩვენებელს 2-ით ჩამორჩება.ასევე, უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში, პირველად "ატლეტიკმა" მოახერხა 100 გოლის გატანა 30-იან წ.წ.
რაც შეეხება ისევ ტოშაკის მადრიდს, 90-იანების დასაწყისში, მათი საშუალო მაჩვენებელი 2.8 ბურთი იყო თითოეულ მატჩში (3.4-ია დღევანდელი "რეალის").107 გოლის შეყრაში, 13 ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.აღსანიშნავია, რომ 103 გოლი მადრიდელებმა გაიტანეს, ხოლო 4, სხვადასხვა დროს მეტოქეებმა საკუთარ კარებში.
- 6 მარტი 2012
- 2 003
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.