და მაინც ვინ იყო მადრიდის "რეალისთვის'' გუტი?!
ევროპული კარიერა გუტისა დასრულდა , ''ბეშიქთაშთან'' კონტრაქტის შეწვეტის შემდეგ. გუტიმ მიიღო გადაწყვეტილება დაესრულებინა კარიერა ევროპულ ფეხბურთში და წასულიყო აზიაში, რათა გაცნობოდა ახალ კულტურას და ტრადიციას. სხვა რომელიმე ესპანურ კლუბში ის თავის თავს ვერ ხედავს, მადრიდში კი მისი დრო წასულია მოთამაშე ფეხბურთელის რანგში და ამას გუტიც ხვდება.
და მაინც ვინ გახდა გუტი ''რეალისთვის'' ? კითხვა რაღათქმაუნდა რიტორიკულია. მასზე იყო გაცემული უდიდესი ავანსები თავის დროზე, მაგრამ მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად მან ბოლომდე მაინც ვერ ამოწურა თავისი თავი გუნდში და ამაში ალბათ ყველაზე მცირე დანაშაული მას მიუძღვის.მას შეეძლო გამხდარიყო უდიდესი ფეხბურთელი საკმარისია შეხედო მის გადაცემას ბენზემაზე ''დეპორტივოსთან'' მატჩში ან ზიზუზე გადაცემას ''სევილიასთან'' დაპირისპირებაში და მაშინვე მიხვდები, რომ ის მართლაც გენიოსი იყო, როგორც იცით ლამაზი გადაცემის შემდეგ ფეხბურთელები იმიტირებენ და გადაცემის მიმცემს ბუცებს ''უწმინდავენ'', ეს პროცესი, რომ ხდებოდეს სინამდვილეში მაშინ გუტის პარტნიორებს ნამდვილად არ ეყოფოდათ კრემი ფეხსაცმელისთვის, რათა მადლობა გადაეხადათ გუტისთვის ამ ხერხით. ის იძლეოდა საოცრად რბილ, სწორ და თავისდროულ გადაცემებს, მაგრამ სამწუხაროდ გუტი თითქმის თავის კარიერის მანძინლზე ითვლებოდა სათადარიგო ფეხბურთელად, ჯერ იყო ზეედორფის ჩრდილ ქვეშ მოექცა , შემდეგ ზიდანის, ბექემის, სნეიდერის და ბოლოს კაკასი...
კი, ის არ იყო ისეთი, როგორიც იყო მოედანზე რაული. მოედანზე მას შეეძლო დაებიჯებინა ფეხი მწოლიარე ფეხბურთელისთვის, მისი რთული და ცუდი ხასიათის გამო თითქმის ყოველთვის როცა ის ბურთს მიიღებდა შტვენით პასუხობდა მოედანზე შეკრებილი გულშემატკივარი და ეს ''ბერნაბეუზე'' შეკრებილი მაყურებლისგანაც არც თუ ისე იშვიათი იყო.
კარიერა ნაკრებში? რაულმა მიიღო ორ მსოფლიო ჩემპიონატში და ორ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. გუტი ? მან ვერ იტამაშა ვერცერთ დიდ ჩემპიონატში ის კი არა შემადგენლობაშიც არ მოხვედრილა არცერთ დიდ ტურნირში. მან ნაკრებში სულ 14 მატჩში ჩაატარა 5 წელიწად-ნახევარში, ამ თამაშებიდან მხოლოდ 3-ს ქონდა ოფიციალური მატჩის სტატუსი მან კი ამ მატჩებში შეძლო და 3 -ჯერ გამოიჩინა თავი და გაიტანა გოლები.
მაგრამ ახლა რაც არ უნდა ვთქვათ ის მადრიდისტაა ტვინიდან ძვლამდე. 1995/96 წლებში გუტი იწყებს კარიერას თავის მთავარ გუნდში, რომელსაც მეთაურობდა ხორხე ვალდანო. კი ის არც თუ ისე ხშირად გამოდიოდა ძირითადში, მაგრამ ის ნაწილია ამ გუნდისა. დელ ბოსკეს მოსვლის შემდეგ, (ის იყო გუტის საყვარელი მწრთნელი,რომელსაც იცნობდა ღრმა ბავშობიდან.) ხოსე მარია ათამაშდა. იმ სეზონში მან გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 15 გადაცემა, დიახ ეს 1999/2000 წლების სეზონია. მისი გოლი გახსოვთ ''ვილიარეალის'' კარში ? გუტი სასარგებლოა გუნდისთვის ისევე როგორც ზიზუ და რონალდო. მან ძალიან კარგად გაუგო ფიგუს. ვინ გახდა 2007 წელს ძირითადის მოთამაშე ? ზუსტად ის , გუტი. ხოსე მარიამ დაიწყო თამაში, რომელიც გუნდისთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო და გახდა ძირითადის გამთამაშებელი. 14 სექტემბერს 2008 წლისა ხდება ყველასთვის ცნობილი ფაქტი , გუტი იტანს 5000-ე გოლს მადრიდის რეალის ისტორიაში '' ლა ლიგის'' მატჩებში.ის უკვე ასაკშია, მას ცოტა აკლია 30-ე , მოდიან სხვა ხალხი , სხვა ფეხბურთის ფილოსოფიით, თამაში კი სამუდამოდ შეუძლებელია და გახდა ნათელი , რომ ადრე თუ გვიან ის დატოვებდა გუნდს .
კი გუტის ხასიათი არ იყო იდეალური , მაგრამ როგორია როცა გამოდიხარ მოედანზე იტან გოლს , აკეთებ მორიგ შესანიშნავ გადაცემას და ამავდროულად აცნობიერებ, რომ მომავალ თამასში მაინც სათადარიგოზე მოგიწევს ჯდობა და შენ მაგივრად მოედანზე ისევ გამოვა ვიღაც გუნდის ახალი შენაძენი ან მწრთნელის საყვარელი ფეხბურთელი, როგორიც იყო ჟულიო ბაპტიშტა. ის კი მაინც გამოდიოდა მოედანზე სათადარიგოდან იტანდა გოლებს თავის ბრწყინვალე მარცხენათი და აკეთებდა იდეალურ გადაცემებს.
კი, მართალია გუტი არ იყო რაული, მაგრამ ის არც უნდა ყოფილიყო რაული. ელ კაპიტანო იყო მაგალითი გმირისა მოედანზე. გუტი კი არ აღიარებული გენიოსი, პირდაპირი და თავისებური, მიუხედავათ გუტის მინუსებისა ის ნამდვილად შევიდა ''მადრიდის რეალის'' ისტორიაში , მიუხედავად ამისა ის საუკეთესო სათადარიგო იყო ბლანკოსის ისტორიაში , გუტი დაეხმარა გუნდს გამხდარიხო უფრო დიდებული და ამიტომ ის ამ კლუბის ნაწილია. შეიძლება ის ვერ გახდა ისეთი როგორებიც იყვნენ ზიზუ ან რონალდო, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ყველაფერი მის წინაამღდეგ იყო: მას არ იძახებდნენ ნაკრებში, მას ლანძღავდნენ , მას უშტვენდნენ თავისივე გულშემატკივრები ''სანტიაგო ბერნაბეუზე''..
ის წავიდა. წავიდა რაულიც , მართალია კაპიტანი ჯერ კიდევ გამოდის ''შალკეს'' რიგებში ,მაგრამ ისინი დაბრუნდებიან ადრე თუ გვიან , დაბრუნდებიან მწრთნელის ან პრეზიდენტის თანამდებობებზე, როგორც მათ ჩაიფიქრეს 10 წლის წინ როცა ყველაფერი იწყებოდა. ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, თუ ვინ იყო გუტი? გმირი თუ მაინც არ შემდგარი ფეხბურთელი , მე კი ჩემი არჩევანი გავაკეთე და ის ჩემთვის მუდამ იქნება ერთ-ერთი ყველაზე თეთრი ფეხბურთელი ''მადრიდის რეალის'' ისტორიაში,მას შეეძლო უფრო მეტი სარგებელის მოტანა კლუბისთვის და ნაკრებისთვის, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ისევ და ისევ პირველ რიგში ''რეალის'' და შემდეგ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ მისცა ამის საშუალება. ის კიდევ ერთი ფეხბურთელია,კლუბის ისტორიაში, რომელმაც არ მიიღო ის დაფასება, რომელსაც იმსახურებდა.
ეს ვიდეო ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო აქ და დიდი მადლობა მას.
- 5 მარტი 2012
- 3 252
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.