იგუაინის 150-ე

გუშინდელი შეხვედრა გონსალო იგუაინისთვის რიგით 150-ე აღმოჩნდა "ლა ლიგაში"...

პირველი მატჩი გონსალო იგუაინმა "ლა ლიგის" ეგიდით 2007 წლის 14 იანვარს გამართა მეთვრამეტე ტურში. მაშინ "რეალმა" "სარაგოსას" 1-0 სძლია. მას შემდეგ პიპიტამ 149 შეხვედრა ჩაატარა. გუშინდელ "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში მან "ლა ლიგის" ეგიდით 150-ედ მოირგო "ბლანკოსის" მაისური. საიუბილეო მატჩში დუბლითაც გამოირჩა. 150 შეხვედრიდან იგუაინის ყოფნაში "რეალმა" 109 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 25-ში დამარცხდა.

ამ 150 მატჩში პიპიტამ 85 გოლის გატანა მოახერხა და "რეალის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებს შორის მეთექვსმეტე პოზიციას იკავებს.(საუბარია "ლა ლიგის" მეგოლეებზე). არგენტინელ თავდამსხმელს უახლოეს შეხვედრებში შანსი აქვს, გადაასწროს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ : რონალდო, სამორანო, ბარინაგა, პრუდენი და ა.შ..

პიპიტასთვის ყველაზე "საყვარელი" გუნდი სწორედ "ესპანიოლია". გონსალომ კატალონიური კლუბის კარში 9 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე ამ მხრივ"მალაგაა" 8 გოლით, ხოლო შემდგომ "ვალენსია" და "ხეტაფე" მოდიან 7-7 გატანილი ბურთით. იგუაინმა "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში(2009-2010 წლების სეზონი) ჰეტ-ტრიკი შეასრულა და ჯამში 50 გოლი დაუგროვდა იმ დროისთვის. მაშინ პიპიტა 22 წლისა და 94 დღის გახლდათ. ამ შედეგით (50 გოლით) არგენტინელი რაულის შემდგომ მადრიდის "რეალის" ყველა დროის ყველაზე ახალგზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 50 გოლიან ნიშნულს მიაღწია.

იგუაინის 150-ე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)