კარანკა: "კაკა შესანიშნავია"
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟურალისტების კითხვებს მოურინიოს თანაშემწემ, აიტორ კარანკამ უპასუხა.
"წინა პრესკონფერენციის დროს, მწვრთნელმა თქვა, რომ იგუაინი ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეა მსოფლიოში, რაც "ესპანიოლთან" დამტკიცდა.გასულ კვირაში გავრცელებული ჭორების გამო, პიპიტასთვის ნაყოფიერი ასპარეზობა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.ის განსაკუთრებული ხასიათის მქონე პიროვნება."
"როდესაც კაკას ყველაფერი გამოსდის, დიდ სიამოვნებას იღებს თამაშისგან.ბურთთან უბრალო მიახლოვებაც ნამდვილ სანახაობად იქცევა."რაიოსთან" ის მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, რამეთუ იქ ფიზიკურად რთული შეხვედრა მიმდინარეობდა, თუმცა "ესპანიოლთან" ყველანი დავტკბით ბრაზილიელის გამოსვლით."
"კარვალიუ გამოცდილი მოთამაშეა.ჩვენ ვიცით, რომ რიკარდუ გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და რა თქმა უნდა, ისიც გრძნობს ამას ჩვენგან."
"რაც შეეხება ჩვენს აღზრდილებს, ხოსელუს გასულ მატჩში გაუჭირდა, გამომდინარე იქედან, რომ მოედანზე სივრცეები არ ჰქონდა, ხოლო მორატას შესანიშნავი თამაში გამოუვიდა.ბენზემა-იგუაინი ბწრყინვალე სეზონს ატარებენ და სამწუხარო იქნება, თუ მორატა სათადარიგო სკამზე იჯდება 90 წუთის განმავლობაში.ვფიქრობ, პროგრესირების თვალსაზრისით, კასტილიაში გამოსვლა მისთვის საჭიროა."
- 5 მარტი 2012
- 3 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.