დრენტე შეიძლება "ფიორენტინაში" გადავიდეს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "ფიორენტინას" სთავაზობს 22 წლის ჰოლანდიელ მცველ როისტონ დრენტეს.
ჰოლანდიელ მცველს დღევანდელ "რეალში" არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ასე, რომ ისინი აპირებენ დრენტეს მოუძებნონ კლუბი, სადაც ის კარიერას გააგრძელებს. წლევანდელ ზაფხულს პრესაში იწერებოდა, რომ როისტონით "ფიორენტინა" ინტერესდებოდა, მაგრამ "ბლანკოსმა" არ ისურვა ჰოლანდიელის გუნდიდან გაშვება, რადგან შემოთავაზებულმა თანხამ არ დააკმაყოფილათ და ტრანსფერიც არ შედგა.
და ბოლოს თვითონ "სამეფო კლუბმა" შესთავაზა იტალიელებს დრენტეს შეძენა. მაგრამ "იებმა" არ გამოხატეს ჰოლანდიელისადმი ინტერესი. შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სიტუაცია შეიცვალოს. ასევე არის მეორე ვარიანტიც. 22 წლის დრენტე შეიძლება გაიცვალოს მანუელ პასკუალში.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 11 ოქტომბერი 2009
- 2 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.