სტარიჯი : "მიყვარს ლონდონი"
დანიელ სტარიჯი, რომელიც წლევანდელი სეზონის ნამდვილი აღმოჩენა გახდა, ჟურნალისტებს გაესაუბრა. მოგეხსენებათ, მისი ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორებიც არიან მილანის "ინტერი", კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი".
"მართლაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ფაქტია, რომ მსოფლიოს წამყვანი კლუბები ჩემით ინტერესდებიან, მაგრამ ნამდვილად არ მსურს ლონდონიდან აბარგება და სხვა ქვეყანაში თამაში. "ჩელსი" და ინგლისის დედაქალაქი ძალიან მხიბლავს და მსურს მინიმუმ 2-3 წელიწადი სწორედ აქ დავრჩე და წარმატებებს მივაღწიო."
"ჩვენი გუნდი ამჟამად კარგ ეპოქას ნამდვილად არ განიცდის, რადგან მცირე ხარვეზები გვაქვს, თუმცა ყველაფერი აღმოფხვრადია და მომავალი სეზონიდან ნამდვილად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისათვის."
- 4 მარტი 2012
- 2 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.