კრისტიანო რონალდო დღეს მადრიდში ბრუნდება
კრისტიანო რონალდო დღეს მადრიდში ბრუნდება. ცოტაა იმის იმედი, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ნაკრებს დაეხმაროს მალტის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში.
ფეხბურთელი დღესვე დაუბრუნდება მადრიდს, რადგან მას აღარ შეუძლია კეირუშს გაუწიოს დახმარება და ტრავმის მოშუშება ესპანეთის დედაქალაქში განაგრძოს. შესაძლოა რონალდომ თხუთმეტი დღე ვერ ითამაშოს. გავრცელდა ასევე ხმები, რომ რონალდოს თხოვნა იყო დარჩენილიყო ლისაბონში და მხარი დაეჭირა თავისი ნაკრებისთვის, მაგრამ ის მაინც დაუბრუნდება ესპანეთს.
კრისტიანომ გუშინდელ შეხვედრაში მოედანი 26–ე წუთზე დატოვა. ის შეცვალა ყოფილმა თანაკლუბელმა ნანიმ. ფეხბურთელი მოედნიდან ოვაციებით გააცილეს.
პირველმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ანალოგიური ტრავმა განმეორდა, როგორიც დიავარასთან შეჯახების დროს მოხდა. რონალდომ ჯერ სერიოზულად ვერ მოირჩინა ტრავმა, მაგრამ პორტუგალიის ნაკრები ცდილობს დაიტოვოს კრისტიანო ლისაბონში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 11 ოქტომბერი 2009
- 2 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.