მორიგი რეკორდის ზღვარზე
უკვე ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ მადრიდისტები თითქმის ყოველ ტურში რაღაც რეკორდს ამყარებენ. ამჟამად "მერენგები" მორიგის ზღვარზე არიან. როგორც იცით, ბოლოს მადრიდის "რეალმა" გოლი "რასინგთან" შეხვედრაში ვერ გაიტანა. მას შემდეგ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 19 შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მათგანში მოახერხეს მეტოქის კარის დალაშქვრა. ცხადია, საუბარი "ლა ლიგაზეა". ამ 19 შეხვედრიდან მადრიდისტებმა 18-ში გამარჯვება მოახერხეს, ხოლო ერთადერთხელ დამარცხდნენ "ბარსელონასთან", თუმცა იმ შეხევდრაშიც აიღეს მეტოქის კარი.
აქამდე კლუბის რეკორდი ვინსენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილ "გალაქტიკოსს" ეკუთვნის. იმ დროინდელმა "რეალმა" ზედიზედ 27 "ლა ლიგის" მატჩში აიღეს მეტოქეთა კარი. ჟოზე მოურინიოს ფორმაციის გუნდს რეკორდი გასაუმჯობესებლად რეალური შანსები აქვს, რამეთუ წინ ისეთი შეხვედრებია, რომელშიც "რეალს" აშკარად შესწევს ძალა გოლის გატანისა: "ესპანიოლი", "ბეტისი", "მალაგა", "ვილეარეალი", "სოსიედადი", "ვალენსია", "ოსასუნა" და "ატლეტიკო"...
- 3 მარტი 2012
- 2 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.