სიახლეები ფონდიდან
მადრიდის "რეალის" ფონდმა მადრიდის მახლობლად, პატარა ქალაქ ბაზტანში მორიგი აკადემია გახსნა, სადაც 7-დან 15 წლამდე ასი ბავშვი მიიღებს სპორტულ განათლებას. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხოლოდ იმიგრანტები ჩაირიცხებიან. პრეზენტაციას ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მადრიდის "რეალის" დირექტორი, მიგელ პარდესაც დაესწრო...
როგორც იცით, ფონდი აწარმოებს პროექტ - "ჩვენ ვასწავლით, ისინი თამაშობენ", რომლის ეგიდითაც "ბლანკოსის" კვალიპიციური მწვრთნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობენ და ადგილობრივ ბავშვებს ტრეინინგებს უტარებენ. ამჯერად 7 მწვრთნელი ტოგოს ქალაქ კარას ესტუმრა და სამასამდე დამწყები ფეხბურთელი მოამზადა, ზემოთ აღნიშნული პროგრამით 14 მწვრთნელი ეწვია აბუ-დაბისაც, სადაც 400 ახალბედა ფეხბურთელს სპეციალური ტრეინინგები ჩაუტარდა...
- 3 მარტი 2012
- 1 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.