გაშვილებულნი
ფეხბურთელები, რომლებსაც მე დღეს შევეხები , კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ, რომ კანტერა იმაზე ძლიერია ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.
2012 წლის 24 თებერვალს , ესპანეთის მთავარმა მწრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გამოიძახა 24 ფეხბურთელი ვენესუელას წინაამღდეგ ამხანაგური მატჩის გასამართად, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი კურსისთვის. 24 გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის , 4 მადრიდის ''რეალის'' მოთამაშე მოხვდა. 5 გამოძახებული ფეხბურთელი კი არის მადრიდის ''რეალის '' აკადემიის აღრზდილი.
როგორც თვენ იცით , ამ 5 ფეხბურთელიდან 2 არის : იკერ კასილასი და ალვარო არბელოა. დანარჩენი 3 ფეხბურთელიც კლუბის კანტერის აღრზდილია ,მაგრამ ამჟამად იცავენ სხვა კლუბების ღირსებას. ამ სტატიაში კი მინდა ზუსტად ამ 3 ფეხბურთელზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.
ხუან მანუელ მატა გარსია.
დაიბადა: 28.04.1988
მშობლიური ქალაქი: ბუგროსი, ესპანეთი
პოზიცია:ვინგერი
ამჟამინდელი კლუბი:''ჩელსი'' (ლონდონი, ინგლისი)
საერთოდ ჩვენ გვახასიათებს ,კლუბის აღრზდილებს ''მარგალიტები'' ვუწუდოთ, მაგრამ მთავარ მარგალიტის დაკარგვას კლუბი ძალიან უმტკივნეულოდ შეეგუა.
მადრიდის "რეალი"....
2003 წელს მატა იქნა მოწვეული ''რეალ ოვედოდან'' მადრიდის''რეალის'' აკადემიაში, 15 წლის ასაკში. მისი პროგრესი შესამჩნევი იყო და მატაც ნელ-ნელა წინ მიიწევდა.
2006 წელს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე, მატას დებიუტი შედგა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელშიც მატა გახდა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, სწორედ მისი ძალისხმევა დაეხმარა გუნდს გამხდარიყო ტურნირის გამარჯვებული. ''ბლანკოსის'' ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და მატა ''ხუვენილია ა-დან'' გადაბარგდა ''კასტილიაში'', ამ ნაბიჯით იგი აკადემიის ბოლო საფეხურზე მოხვდა.
2006/07 წლების სეზონი მატამ დაიწყო ''კასტილიაში'', რომელიც მაშინ სეგუნდაში მოღვაწეობდა, იმ წელს ''კასტილიამ'' 19-ე ადგილი დაიკავა რაც სეგუნდიდან გავარდნას ნიშნავდა. ამის მიუხედავად მატა, რომელიც იყო ყველაზე ახალგაზრდა იმ დროის ''კასტილიას'' გუნდში, სეზონი დაამთავრა 10 გატანილი გოლით და გახდა კლუბის მეორე ბომბარდირი.(პირველი ბომბარდირი კი გახლდათ ალვარო ნეგრედო , 18 გოლით)
2007 წლის ზაფხულში მატას კონტრაქტი ამოეწურა მადრიდის ''რეალთან''. დაიწყო მოლაპარაკებები. ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელის მამას (და ამავდროულად მის აგენტს) რაღა თქმაუნდა არ სურდა მის ვაჟს ესპანეთის მესამე დივიზიონში ეასპარეზა. მისი მამა და აგენტი მოითხოვდა მის ძირითად გუნდში გადმოყვანას და სათამაშო დროის მიცემას, მაგრამ ბლანკოსის ხელმძღვანელობა პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. სანამ ბლანკოსის იმ დროინდელი ხელმძღვანელობა ხორხე ვალდანოს მეთაურობით მსჯელობდა მატას პირველ გუნდში გადმოყვანის პლიუსებზე და მინუსებზე , მატას შეთავაზება გაუკეთა ''ვალენსიამ'' , რომელზეც მან ხელი მოაწერა.
მატა ''ვალენსიაში'' 2007 წლიდან 2011 წლამდე მოღვაწეობდა. ამ დროის მანძილზე მან ჩაატარა 176 მატჩი და 46-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა და გოლის გატანა. 2009 წლის 28 მარტს მისი დებიუტი შედგა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თურქეთის წინაამღდეგ.
დღესდღეისობით მატა ითვლება ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ლონდონის ''ჩელსისა'', რომელიც არც თუ ისე კაგრად გამოიყურება მიმდინარე სეზონში, მაგრამ ამაში ყველაზე ცოტა წვლილი სწორედ მატას მიუძღვის.
რობერტო სოლდადო
დაიბადის თარიღი:27.05.1985
დაიბადა ქალაქ:ვალენსიაში, ესპანეთი
პოზიცია:ფორვარდი
ამჟამინდელი კლუბი:''ვალენსია''
სოლდადო მადრიდის ''რეალის'' აკადემიაში გადმობარგდა 2000 წლის ზაფხულში, აქამდე ის იყო საუკეთესო ფორვარდი ვალენსიაში მოკრძალებული გუნდისა. (''დონ ბოსკო'') 2 წლის შემდეგ , სოლდადო ''კასტილიაში'' იქნა გადმოყვანილი , სადაც მალევე გამოიჩინა თავი, როგორც ბომბარდირმა. 2004/05 წლებში მან გაიტანა 21 გოლი 34 მატჩში ''სეგუნდა ბ''-ში , სწორედ მისი დახმარებით ''კასტილია'' გადავიდა სეგუნდაში (სადაც კასტილია უკვე უკანასკნელი 8 წლის მანძილზე არ ყოფილა).
სოლდადოს წარმატებები არ გამორჩენიათ პირველ გუნდში და როგორც ყოველთვის ხდება კანტერანო სოლდადოს დებიუტი შედგა ''ტენერიფეს'' წინაამღდეგ, სამეფო თასის გათამაშებაში.
2005/06 წლების სეზონში სოლდადო, რომელიც ''კასტილიას'' ფეხბურთელი იყო , ასწრებს დებიუტს პირველ გუნდში ''ლა ლიგის'' მატჩში , ვალენსიის წინაამღდეგ, ასევე მისი დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზეც.
ყველა კასტილიას ფეხბურთელს არ ხვდებოდა იმის ბედნიერება , რომ ასე ახლოს მისულიყო პირველ გუნდთან. ამის გარდა, სეგუნდაში სოლდადო 29 მატჩში იტანს 19 გოლს და 3 ადგილს იკავებს ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის, კასტილია კი გადის 11 ადგილზე.
ყველაფერი იქით მიდიოდა , რომ სოლდადო გამხდარიყო პირველი გუნდის ფეხბურთელი ,მაგრამ ისევ და ისევ კლუბის ხელმძღვანელობის გრანდიოზული გემგები შემდეგი სეზონისთვის და რობერტოც მიდის კლუბიდან არენდის წესით ''ოსასუნაში''.
2006/07 წლების სეზონს სოლდადო იწყებს სწორედ ''ოსასუნას'' შემადგენლობაში. რობერტო ხდება საუკეთესო ბომბარდირი კლუბისა 11 გატანილი გოლით , ასევე ის ეხმარება გუნდს ''უეფას'' ნახევარფინალში გასვლაში. რაც აქამდე თითქოსდა წარმოუდგენელი იყო.
მისი წარმატება არც მადრიდში დარჩენიათ უყურადღებოთ , და 2007/08 წლების სეზონში ''რეალი'' იბრუნებს თავის აღზდილს. თუმცაღა მაშინდელი კლუბის მწრთნელი, შუსტერი ნაკლებად ენდობოდა რობერტოს, ამაზეც მისი 8 ჩატარებული მატჩშიც მეტყველებს მთლიან სეზონში(თან ეს 8 მატჩში 3 სხვადასხვა ტურნირზე შედგა.)
როგორც ყოველთვის ხდება ,მადრიდის ''რეალის'' აღზრდილი ახალგაზრდა ტალანტი იქნა გაყიდული 4 მილიონ ევროდ ''ხეტაფეში'', მან იქ ჩაატარა 66 მატჩში და გაიტანა 33 გოლი.
2010 წლის ზაფხულში ''რეალს '' შეეძლო თავისი აღზდილის დაბრუნება 6 მილიონ ევროდ,მაგრამ ''ბლანკოსმა'' ამჯერადაც გადაწყვიტა ორიენტაცია ვარკვლავებზე მოეხდინა. იმ ზაფხულშივე სოლდადო გადავიდა ''ვალენსიაში''.
''ვალენსია'' კი იღებს შედეგს, რომელიც შემდგომში აისახება, 69 მატჩში 44 გატანილი გოლის სახით, მაგრამ რა მიიღო ''რეალმა'' ?
ნაკრებში მისი გამოძახება იყო პირველი დელ ბოსკეს მიერ. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო 12 გატანილმა გოლმა ''ლა ლიგაში'', 5 გოლმა ჩემპიონთა ლიგაზე და 2 გოლმა სამეფო თასზე.( მან კი დელ ბოსკეს 3 გატანილი გოლით მოუხადა მადლობა )
ალვარო ნეგრეგო სანჩესი
დაბადების თარიღი: 20.08.1985
დაიბადა ქალაქ:მადრიდში, ესპანეთი
პოზიცია:ფორვარდი
ამჟამინდელი კლუბი: ''სევილია''
ბევრი დაობს იმის შესახებ , რომ ნეგრედო არ შეიძლება ჩაითვალოს ''რეალის'' აღზრდილად იმიტომ , რომ ის თამაშობდა მხოლოდ ''კასტილიაში'' თუმცაღა კასტილია მეთერთმეტე კლასივით არის მადრიდის ''რეალის'' სკოლის. მაშინ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ის თეთრების აღზდილად ? მემგონი ხალხი, რომელიც გამოთქვამს პრენტენზიას ამასთან დაკავშირებით არ არიან მართალნი. ნეგრედო კი მადრიდის ''რეალის'' მორიგი გაშვილებული შვილია.
ნეგრედო იქნა ნაყიდი 2005 წელს ''რაიო ვალეკანოდან'' . იმ მომენტისთვის ნეგრედოს ანგარიშზე უკვე ბევრი ჩატარებული მატჩში იყო ''რაიოს'' ახალგაზრდულ გუნდში , ასევე 12 მატჩში ძირითად გუნდშიც. იმ მომეტისთვის ''კასტილია'' სეგუნდაში იმყოფებოდა და შეიძლება თავისუფლად ივარაუდო , რომ ნეგრედო იქნა შეძენილი სწორედ ''კასტილიას'' პოზიციების გასამყარებლად.
პირველ სეზონს ''კასტილიაში'' არ შეიძლება წარმატებული უწოდო ნეგრედოსთვის , რადგან იმ დროისთვის იქ სოლდადო ბრწყინავდა. აქედან გამომდინარე მისი მონაცემები არც თუ ისე სახარბიელო იყო :25 მატჩში 4 გოლი 2005/06 წლების სეზონში.
შემდეგ სეზონში კი ყველაფერი შეიცვალა და ნეგრედო გახდა ძირითადის ფორვარდი. მან 40 მატჩში შეძლო და 18-ჯერ გამოიჩინა თავი , ის გახდა მესამე ბომბარიდირი ტურნირისა, მაგრამ ამან ვერ იხსნა ''კასტილია'' სეგუნდადან გავარდინსგან.
იმ წელს, როცა სეგუნდა დატოვა ''კასტილიამ'' , პირველად თავის ისტორიაში ''ალმერიამ'' მოიპოვა ლა ლიგის საგზური . ანდალუსიელებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ კასტილიას მიერ მოწყობილი ''აუქციონით'' ზაფხულში.
''ალმერიამ'' და ''რეალმა'' მოაწერეს კონტრაქტს ხელი ნეგრედოს თაობაზე სადაც აღნიშნული იყო, რომ 2 წლის მანძილზე ბლანკოსს შეეძლო მისი დაბრუნება 6 მილიონ ევროდ.
2 სეზონში ''ალმერიას'' მაისურით ნეგრედომ ჩაატარა 73 მატჩში და გაიტანა 29 გოლი. მისი ტალანტის ხარჯზე ალმერიამ შეძლო ლა ლიგაში დარჩენა და გახდა ანგარიშგასაწევი ძალა ყველა გუნდისთვის საკუთარ მოედანზე.
2009 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალის'' პრეზიდენტი მეორეჯერ გახდა ფლორენტინო პერესი. თავის სიტყვით გამოსვლაში პერესმა განაცხადა, რომ მადრიდი დაიპყრობს მწვერვალებს და ამასთანავე იქნება გამოყენებული ის რესურსი, რომელსაც კასტილია თავაზობს კლუბს.
ყველასთვის გასახარად ბლანკოსმა გამოისყიდა ნეგრედო და ის მთელ წინა სასეზონო მომზადებას გადის კლუბთან ერთად, პელეგრინის მეთაურობით, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე , ბლანკოსის ხელმღვანელობა ავლენს თავის ნამდვილ სახეს და ნეგრედო, რომელიც არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა ახალ აშენებად გუნდში იქნა გაყიდული ''სევილიაში'' 14 მილიონ ევროდ. რათქმაუნდა როგორც ყოველთვის დაიტოვეს უფლება 2 წლის მანძილზე გამოსყიდვისა 17 მილიონ ევროდ .
ახლა ის ითვლება მთავარ დამრტყმელ ძალად ''სევილიაში'' 119 მატჩში მან 46-ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი. 2009 წლის 6 ოქტომბერს , ნეგრედოს დებიუტი შედგა ესპანეთის ეროვნულ ნაკრების და სომხეთის ნაკრების დაპირისპირებაში, შემდეგ მატჩში კი ალვარომ შეძლო და გაიფორმა დუბლი ბოსნია ჰერცოგონიას წინაამღდეგ. მან ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩში და გაიტანა 5 გოლი.
პ.ს
მესმის, რომ რეალი სამეფო კლუბია და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკა ვარკვლავების მოყვანაა გუნდში, ისიც მესმის რომ ტიტული გუნდს სჭირდება ჰაერივით, მესმის რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ ახალგაზრდა კასტილიელებს მიეცეთ შანსი და დრო, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უკანასკნელ 4 წელში მოვიგეთ მხოლოდ 1 ტიტული , ეს კი იმაზე მეტყველებს რომ არც ეს პოლიტიკაა მთლად გამართული და გუნდში რაღაც შესაცვლელია ამ მიმართულებით.
- 3 მარტი 2012
- 3 936
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.