მორიგი პირადი რეკორდი
მადრიდის "რეალმა" 24 ტურის შემდეგ 64 ქულას მოუყარა თავი. როგორც აღმოჩნდა, კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია...
ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ კარგად გამოიყურებიან მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს შეგირდები. "მერენგები" თითქმის ყოველ მატჩში რაღაც რეკორდს ამყარებენ, როგორც პირადულს, აგრეთვე საერთაშორისოს. როგორც იცით, განვლილ ტურში "რეალმა" მცირე მადრიდულ დერბიში "რაიო ვალეკანოს" სძლია რონალდოს ბრწყინვალე გოლის წყალობით, შესაბამისად "თეთრებმა" 24 ტურის შემდგომ 64 ქულა მოაგროვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე "მერენგთა" ყველაზე დიდი მიღწევა 24 ტურის შემდგომ 60 ქულა იყო(წინა სეზონში).
აქვე ვისაობროთ, მეორე პირად რეკორდზეც. "მერენგებმა" ამ 24 ტურში 21 შეხვედრა მოიგეს, ორი წააგეს და მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ. ასეთი შედეგი 1960-1961 წლების სეზონში ჰქონდა "ბლანკოსს"(ანუ 21 მოგება), თუმცა წლევანდელი იმით სჯობს, რომ სამეფო კლუბს ბურთების სხვაობა უკეთესი აქვს. სამოციანი წლების დასაწყისში "რეალს" 24 ტურის შემდგომ 77-19-ზე ჰქონდა გატანილ-გაშვებული გოლების მაჩვენებელი, ხოლო მიმდინარე სეზონში 80-21-ზე გახლავთ.
- 2 მარტი 2012
- 1 612
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.