დი მარიას სახალხო მკურნალი დაეხმარება
გავრცელებული ინფორმაციით, ანხელ დი მარიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მადრიდში უნდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს მწვანე მინდორს შემტევი ნახევარმცველი.
El Pais-ის ცნობით, სამხრეთ ამერიკელს ტრავმის სრულად მოშუშებაში, პორტუგალიელი სახალხო მკურნალი, უდუარდუ ბრაგი დაეხმარება.ეს უკანასკნელი მოურინიოსთან დაახლოვებული პირი ყოფილა.აღსანიშნავია, რომ მოუს თანამემამულე არატრადიციული მედიცინის მიმდევარია.ის მკურნალობის პროცესში ბალახებსა და სხვა საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.
ნიშანდობლივია, რომ ბრაგის საკმაოდ დაფასებულია სამშობლოში.მასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და უკან გახარებული ბრუნდება.პაციენტები მას მოიხსენიებენ, როგორც "ოქროს ხელების" პატრონს.
- 2 მარტი 2012
- 1 987
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.