"ბეტისთან" იტურალდე იმსაჯებს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, პრიმერა 27-ე ტურის შეხვედრას, "ბეტისსა" და "რეალს" შორის, იტურალდე გონსალესი განსჯის.
მადრიდელ ქომაგებს აღნიშნული არბიტრი დიდად არ ეხუტებათ გულზე, გამომდინარე იქედან რომ "მკაცრი" იტურალდე, "კულეების" მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა.
მიმდინარე სეზონში გონსალესმა "ბლანკოსის" მონაწილეობით უკვე 2 მატჩში ჩასტვინა.პირველად ხიხონის "სპორტინგთან" (0-3), სადაც 9 ყვითელი და 3 წითელი იქნა ნაჩვენები ("თეთრების" მხრიდან რუი ფარია გააძევეს), ხოლო მეორედ "სარაგოსასთან" (3-1).უკანასკნელ შემთხვევაში იტურალდე მხოლოდ 3 გაფრთხილებით შემოიფარგლა.
ცნობისთვის, "რეალი" "ბენიტო ვილიამარინის" არენაზე 11 მარტს, 01:00 საათზე დაიწყებს თამაშს.
- 2 მარტი 2012
- 1 126
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.