მესისა და რონალდუს შედარება
როგორც მოგეხსენებათ, Goal–ი ყოველი თვის ბოლოს აჯამებს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მონაგარს. ამ შემთხვევაში, ეს თებერვლის მიხედვით მოხდა. ლიონელ მესიმ მიმდინარე თვის მანძილზე 6 გოლი გაიტანა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ 5, თუმცა პორტუგალიელის 2 გოლი მართლაც რომ შედევრის ტოლფასია.
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს რონალდუს ბრწყინვალე თამაში "ლევანტესთან", სადაც მან სამი გოლის გატანა შესძლო. მათგან ერთ–ერთი კი მსოფლიომ აღიარა, როგორც წლის ერთ–ერთი საუკეთეს გოლი. პორტუგალიელმა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "რაიო ვალეკანოსთან' მატჩშიც.
ლიონელ მესიმ თავისი კარგი თამაშით მოაგებინა "ბარსელონას" მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში, ხოლო თვის საუკეთესო დაპირისპირება მან "ვალენსიასთან" ჩაატარა, სადაც პოკერი შეასრულა.
ზედიზედ უკვე მესამე თვეა, რაც გულშემატკივრები ამა თუ იმ პერიოდის ლიდერად კრიშტიანუს მიიჩნევენ. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. ზემოთ ხსენებულის ქომაგებმა და ნეიტრალურმა გულშემატკივრებმა უპირატესობა კვლავ მადრიდელთა 7 ნომერს მიანიჭეს.
Goal.com
- 1 მარტი 2012
- 4 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.