კარვალიუ ჩანთებს ალაგებს
ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" მიიჩნევს, რომ რიკარდუ კარვალიუს დღეები სამეფო კლუბში, დათვლილია.
ცენტრალური მცველი, რომელსაც 18 მაისს 34 წელი უსრულდება, არასახარბიელო მდგომარეობაშია.რამოსის ცენტრში გადმონაცვლების შემდეგ, პორტუგალიელი სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ახერხებს ადგილის დამკვიდრებას.ამას ემატება ახლაგაზრდა ვარანეს ფაქტორიც.ერთი სიტყვით, "რეალის" რიგებში კარვალიუ უკვე კარგა ხანია სკამზე ჯდომისთვის არის განწირული.
შეგახსენებთ, რომ რიკარდუს 2 წლიანი კონტრაქტი მადრიდთან, სწორედ მიმდინარე ზაფხულში ეწურება.სავარაუდოდ, ფეხბურთელი დატოვებს ესპანეთს და დათანხმდება, ბევრთაგან რომელიმე ხელშეკრულებას.როგორც პრესაში იწერება, კარვალიუთი დაინტერესებულნი არიან, "ანჟიში," ყატარში და "გალათასარაიში."ალბათ, სამივე შემთხვევა, მის დღევანდელ ყოფაზე უკეთესი იქნება.ის "რეალის" მაისურით წელიწადში 3.5 მილიონს იღებს, ხოლო იმავე რუსები 5 მლნ.-სა და სასტარტო შემადგენლობას ჰპირდებიან.
საერთოდ, წლეულს, ყველაფერი კარვლიუს საპირისპიროდ მოქმედებს.ჯერ იყოდა პორტუგალიის ნაკრებიდან წამოსვლა, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, ხოლო ამის შემდეგ გაუთავებელი დაზიანებები.ამ ეტაპზე, მოთამაშის აქტივში მხოლოდ 11 შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაა, რაც მწირი მაჩვენებელია.
მოკლედ, რიკარდუს წასვლის უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე დარჩენის.
- 1 მარტი 2012
- 2 822
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.