იგუაინი vs "ესპანიოლი"
გონსალო იგუაინისთვის "ესპანიოლთან" მატჩები ნამდვილად კარგად მოსაგონარია. არგენტინელმა თავდამსხმელმა კატალონიელთა კარის დალაშქრვა შვიდჯერ მოახერხა. პირველად მას ეს 2007 წლის 12 მაისს შეძლო. ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ რა გოლზეცაა საუბარი. პიპიტამ მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა "ესპანიოლის" კარში და "მერენგებს" 4-3 გაამარჯვებინა. რომ არა გონსალო, შესაძლოა "რეალს" "ლა ლიგის" 30-ე თასი არ აღემართა.
მეორე გოლი პიპიტამ შუსტერის მწვრნელობისას გაიტანა. "ბერანბეუზე" "რეალმა" "ესპანიოლი" 2-1 დაამრცხა და იმ მატჩში გონსალომ ანგარიში გაათანაბრა. მესამედ კატალონილეთა კარი პიპამ 2009-2010 წლების სეზონში დალაშქრა, "ბერანბეუზე" "რეალმა" 3-0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა შესანიშნავი სოლო რეიდი შემოგვთავაზა და არანაკლებ შესანიშნავი გოლი გაიტანა. 2010-2011 წლების სეზონში გონსალომ კვლავ გაიატანა, ამჯერად მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში.მიმდინარე სეზონის პირველ წრეში კი პიპიტამ "ესპანიოლს" საკუთარ მოედანზე ჰეტ-ტრიკი შეუსრულა და საკუთარ გუნდს 4-0 გაამრჯვებინა.
- 1 მარტი 2012
- 2 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.