მოურინიოს სასურველი ფეხბურთელები
ერთ-ერთი ესპანური სპორტული გამოცემა აცხადებს, რომ მოურინიო კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს "რეალში" დარჩენას და სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით იმ ფეხბურთელთა სიას ავრცელებს, რომლებიც პორტუგალიელი სპეციალისტის ინტერესის არეალში მოექცნენ. თითქმის ყველა მოთამაშე ახალგაზრდაა და ყველა მათგანი პერსპექტიულად ითვლება. რამდენიმე მათგანზე მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რეალს" სურდა მათი გადმობირება, თუმცა არიან ახალი სახეებიც. ყოველილვე ეს კი იმის დასტურად უნდა ჩავთვალოთ, რომ მოუ მინიმუმ მომავალი სეზონის ბოლომდე არსად არ აპირებს წასვლას...
მაშ ასე, გამოცემაზე დაყრდნობით, პირველ რიგში მოურინიო 6 ფეხბურთელს განიხილავს, ესენი არიან: მარიო ფერნანდეში("გრემიო"), კაილი უოლკერი("ტოტენჰემი"), ფერნანდო("პორტო"), ნემანია ვიდიჩი("მანჩესტერი"), ედენ ჰაზარდი("ლილი") და მარიო გიოთზე("დორტმუნდი"). გამოცემაში ირწმუნებიან, რომ ამ ფეხბურთელთაგან რომელიმე აუცილებლად მოირგებს თეთრ მაისურს. გარდა ზემოთ ხსენებული მოთამაშეებისა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის სახელმაც გაიელვა სტატიაში. ისინი "მეორეხარისხოვან" ინტერესთა სფეროს მიაკუთვნეს: ბორხა ვალერო("ვილეარეალი"), ფერნანდო ლორიენტე("ატლეტიკი"), ხავი მარტინესი("ატლეტიკი"), კუნ აგუერო("სიტი") და ინიგო მარტინესი("სოსიედადი").
რამდენად საჭიროა რომელიმე ფეხბურთელის დამატება, თავად განსაჯეთ. გუნდი დაკომპლექტებულია ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად პერსპექტიული ახალგაზრდებით (უმეტესმა მათგანმა უკვე სრულიად გაამართლა იმედები) ,აგრეთვე, "კასტილიაში" შეიძლება გამოვარჩიოთ ხესე, ხოსელუ, მორატა და კარვახალი, რომელბიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველი გუნდის მაისური მოირგონ...
- 1 მარტი 2012
- 5 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.