მადრიდისტების სანაკრებო მონაგარი
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ამხანაგური თამაშების დღე იყო.
თავის მხრივ, მადრიდისტებმაც მონაწილეობა მიიღეს ბურთის ამხანაგურად გაგორებაში.
ესპანეთი 5-0 ვენესუელა
გოლები: 1:0 - ინიესტა(37), 2:0 - დ.სილვა (40), 3:0 - სოლდადო(50), 4:0 - სოლდადო(53), 5:0 - სოლდადო(84)
4 მადრიდისტა საწყისი წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე.იკერ კასილიასმა და არბელოამ 90 წუთი გაატარეს მწვანე მინდორზე, ხოლო ალონსო და რამოსი 61-ე წუთზე შეცვალა დელ ბოსკემ.აღსანიშნავია, რომ ალვარომ სოლდადოს მესამე ბურთში ასისტენტობა ითავა.
პოლონეთი 0-0 პორტუგალია
"რეალის" სამი მოთამაშე იცავდა "წითლების" ღირსებას.პეპე 67-ე წუთზე შეცვალეს, რონალდუ 76-ზე, ხოლო კოენტრაუს მოედნის დატოვე 21-ე წუთზე მოუხდა.
შვეიცარია 1-3 არგენტინა
გოლები: 0:1 - მესი(20), 1:1 - შაკირი(50), 1:2 - მესი(88), 1:3 - მესი(პენ. 90+2)
გონსალო იგუაინი 86-ე წუთის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ამაოდ.
გერმანია 1-2 საფრანგეთი
გოლები: 0:1 - ჟირუ(21), 0:2 - მალუდა(69), 1:2 - კაკაუ(90+1)
მესუთ იოზილი მსაჯის საფინალო სასტვენამდე ირჯებოდა, ხოლო ხედირა 70-ე წუთზე გავიდა მოედნიდან.
თურქეთი - სლოვაკეთი 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 - ვაისი, 0:2 - სტოქი, 1:2 - ტოპრაკი(85)
ნური შაჰინს 86 წუთის განმავლობაში მიეცა მოედანზე ყოფნის საშუალება, თუმცა მადრიდელმა რაიმე ღირებულით ვერ დაგვამახსოვრა თავი.
- 1 მარტი 2012
- 4 512
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.