როსელი:"არაფერია დამთავრებული"
"ბლაუგნარას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელიმ განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით "პრიმერა დივიზიონში" არაფერი არ არის დამთავრებული. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალს" 10 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს კატალონიის "ბარსელონასთან".
"სიტყვა შეუძლებელი ჩვენს ლექსიკონში არ არსებობს. "ლა ლიგის" დარჩენილ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და შევეცდებით, რომ დედაქალაქელებთან უპირატესობა შევამციროთ. ცხადია, ჯერ დამთავრებული არაფერია და შესაბამისად, ბოლო ტურამდე მოგვიწევს ბრძოლა. "მერენგები" შესანიშნავ ფორმაში არიან და ძალიან იშვიათად კარგავენ ქულებს, მაგრამ შესაძლოა მოულოდნელად გუნდი კრიზისში ჩავარდეს. ჩვენ ასეთი შემთხვევები არაერთხელ გვინახავს და შესაბამისად, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".
As.com
- 29 თებერვალი 2012
- 2 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.