ვინ სად მიდის?
ესპანელმა ჟურნალისტმა, ანხელ ლიკერასმა ერთგვარი სიტუაცია წარმოგვიდგინა, თუ რა ხდება ტოპ კლუბების, კერძოდ მადრიდის "რეალის", კატალონიის "ბარსელონის", ლონდონის "ჩელსის" და მილანის "ინტერის" თავკაცების გარშემო. შესაძლოა, ყველაფერი გამოიწვია დაუსაბუთებელმა ჭორებმა, მაგრამ რამდენიმე ასპექტი მაინც გასათვალისწინებელია.
მოგეხსენებათ, "ჩელსი" ვერ ატარებს იმ სეზონს და ვერ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც მას სჩვევია. "პრემიერ ლიგაში" გუნდი მე–4 ადგილზეა და ფაქტიურად ჩემპიონობისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია. ამავდროულად დიდი ალბათობაა იმისა, რომ არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ. ამის გათვალისწინებით, ანდრეს ვილას–ბოაშის გუნდი მთლად კარგ კონდიციებში ვერ უნდა იმყოფებოდეს. ცხადია, ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დატოვეს და არაერთი ჭორი დაწერეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჟოზე მოურინიოს უწინასწარმეტყველებენ ხსენებულ გრანდში გადასვლას. ერთი შეხედვით ეს მოგონილ ამბავს წააგავს, თუმცა პორტუგალიელმა ბოლო დღეებში შეიძინა უძრავი ქონება ინგლისის დედაქალაქ, ლონდონში. ასევე მან ბევრჯერ შეგვახსენა, რომ მისი საყვარელი გუნდები სწორედ "პრემიერ ლიგაში" ასპარეზობენ. ამ არგუმენტების ხარჯზე არაფერია გამორიცხული, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ამის რეალურად ასრულება.
სტატიაში, ასევე მოთხრობილია პეპ გუარდიოლას შესახებ, რომელსაც კლუბის დატოვება განუძრახავს მიზნად. წელს ვერც კატალონიელები ბრწყინავენ და ამიტომ მათი თავკაცის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. ესპანელი სპეციალისტი უხერხულ მდგომარეობაშია, ვინაიდან მისი მაღალი დონე ეჭვ ქვეშ დააყენეს ჟურნალისტებმა.
მიზეზი 1 – მან ჩაიბარა გუნდი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ბრწყინვალედ იყო შეთამაშებული.
მიზეზი 2 – მადრიდის "რეალის" თამაშის გამო, მისი გუნდი ე.წ ჩრდილში მოექცა.
მიზეზი 3 – თუ "ლურჯ–ბროწეულისფრები" პირველ ტაიმს აგებენ, მაშინ ისინი ვერ იმარჯვებენ ვერც მეორე ტაიმში. შესაბამისად, ხოსეპმა ხშირად ვერ შემოაბრუნა მატჩი და ვერ გათვალა საჭირო ცვლილებები ტაქტიკურ მონახაზში.
მიზეზი 4 – მისი მაღალი დონე განკითხვის საგნად რჩება, ვიანიდან იგი იგებს მხოლოდ იმ "ბარსელონათი", რომელიც რაიკარდმა დააყენა ფეხზე.
თუ გვარდიოლა გუნდს დატოვებს, მაშინ მისი სამომავლო გეგმები "ინტერს" დაუკავშირდება. მილანელთა პრეზიდენტის, მორატის ოცნებაა, რომ საკუთარ გუნდში გადაიბიროს გონსალო იგუაინი და "ბლაუგნარას" მენეჯერი.
Marca.com
- 29 თებერვალი 2012
- 5 273
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.