ისტორიაში განუმეორებელი სტატისტიკა
მადრიდის "რეალი" ძალიან კარგ ფორმაშია და შესაბამისად, ძალიან ბევრ გოლსაც იტანს. "პრიმერა დივიზიონში" მადრიდელებმა 80 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ 21 გაუშვეს. ამის მიხედვით, დედაქალქელების მიერ გაშვებული და გატანილი ბურთების შეფარდება +59–ია. აქამდე საუკეთესო შედეგი 1989/90 წლებში დაფიქსირდა, როცა 24–ე ტურის მანძილზე "მერენგთა" ბურთების შეფარდება +48 გახლდათ.

მოგეხსენებათ, წლევანდელ სეზონში "ლა ლიგის" და "ლოს ბლანკოსის" საუკეთესო გოლეადორი კრიშტიანუ რონალდუა 29 გატანილი გოლით. 1989/90–იან წლებში კი გუნდის და ასევე "პრიმერას" ბომბარდირი უგო სანჩესი 24 გატანილი ბურთით გახლდათ.

Realmadrid.com
- 29 თებერვალი 2012
- 3 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.