მორატა - საუკეთესო ბომბარდირი ''კასტილიისა'' ჩემპიონატის მეორე წრეში
ალვარო ''მორატა'' ითვლება ''კასტილიას'' ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ამ სეზონში. მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლია. ის არის მეორე კლუბის ბომბარდირებს შორის, მაგრამ პირველზე სეზონის მეორე წრეში გატანილი გოლების ხარჯზე. კლუბის ბომბარდირების ჩამონათვალს კი სათავეში უდგას ''ხოსელუ'' 13 გატანილი გოლით .
სეზონის მეორე წრეში მორატამ მოწინაამღდეგე გუნდის კარის აღება 5-ჯერ შეძლო 7 მატჩში.
ამ შედეგმა მას საშუალება მისცა გამხდარიყო გუნდის საუკეთესო გამტანი მეორე წრეში. მისი უახლოესი მდევრები არიან ''ხოსულუ'' და ''დენისი'' მათ ანგარიშზე 4-4 გოლია სეზონის მეორე წრეში.
''კასტილია აჩვენებს შემტევ და ლამაზ ფეხბურთს ამ სეზონში, 54 გოლი 26 მატჩში ეს შედეგიც ამაზე მეტყველებს.

- 29 თებერვალი 2012
- 2 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.