”მადრიდის რეალის” მფარველი ”ანგელ”ოზი
სიმართლე რომ ვთქვათ , მისი მჩ-2010(მსოფლიო ჩემპიონატი)-ზე არც თუ ისე დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრები ფიქრობდნენ და შიშობდნენ, რომ მისი ყიდვა ასეთ ასტრონომიულ თანხად შეცდომა იყო. ამჟამად დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ მათი შიში უსაფუძვლო იყო. მას შემდეგ, რაც პირველი სეზონი საშუალო დონეზე ჩაატარა , დი მარიამ მთელი ნახტომით წაიწია წინ ამ სეზონში. სეზონის ნახევრის შემდეგ მას უკვე იმაზე მეტი შედეგიანობა აქვს, ვიდრე მთელი წინა სეზონის მანძილზე-4 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მხოლოდ ლა ლიგაში. ის ტემპი, რა ტემპითაც წინ მიიწევს და ვითარდება დი მარია, ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანია ”მადრიდის რეალის” ქომაგებისთვის.
”მადრიდის რეალის” გულშემატკივრებს ახსოვთ ფაქტები, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი, პირველ სეზონში შეუდარებელი იყო და შემდეგ კი არ ვითარდებოდა და მისი მაჩვენებელი უარსდებოდა. პირველი სახელი რაც გახსენდება , ესენია სნეიდერი, ვან დერ ვაარტი და ბაპტიშტა. ”ბენფიკადან” გადმოსვლის შემდეგ, დი მარია მუდმივად პროგრესირებს და აუმჯობესებს თამაშის ხარისხს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არამარტო პერიოდულად ან ერთი სეზონის მანძილზე თამაშობს კარგად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და აპირებს თავისი ოსტატობის სრულყოფას.
მოურინიო და მისი უნდობლობა ტალანტების მიმართ
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დი მარია მუშაობს მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს უკანასკნელი ცუდად მუშაობდა ტალანტებთან და განსაკუთრებით კი ფლანგებზე მოთამაშეებთან. ”ჩელსი”-ში ერთადერთი ფლანგზე მოთამაშე იყო რობენი. რაიტ-ფილიპსი საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგოს ფეხბურთელი გახლდათ. ”ინტერში” იმედები ვერ გაამართლეს რიკარდო კვარეჟმამ და მანსინიმ.
მოურინიოს თავისი შეხედულება ქონდა ფლანგებზე მოთამაშე შემტევებთან მიმართებაში. მისი აზრით მათ არამარტო უნდა შეეტიათ მეტოქის კარისთვის, არამედ უკანაც უნდა დაბრუნებულიყვნენ მცველთა დასახმარებლად. ეს კი სუსტი ხასიათის მქონე ფეხბურთელთა სამუშაო ნამდვილად არ არის. საუკთესო შემთხვევაში მოურინიოს გუნდებში იყო ორი-სამი კრეატიული ფეხბურთელი, ხოლო სხვა პოზიციებზე მწვრთნელი აყენებდა გამოცდილ და საიმედო ფებურთელებს, რომლებიც წარმატებით ასრულებდნენ მის მითითებებს.
სიანტერესოა ისიც, რომ დი მარია ერთდროულად არის ფლანგის ფეხბურთელი და ასევე დაბადებული ტალანტი. 23 წლის ასაკში ის უკვე ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და მოურინიოს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, მან გაასწრო იოზილსა და კაკას.
არავის, მოურინიოს გარეშე, არ შეუძლია დი მარიას დახასიათება და მისი პროგრესის აღნიშვნა:
ციფრები
არაფერს და არავის არ შეუძლია ფეხბურთელზე ლაპარაკი და მისი ქება ისე, როგორც ეს სტატისტიკურ მაჩვენებლებს ძალუძთ. განსაკუთრებით სიანტერესოა დი მარიას გამოსვლა ”სანტიაგო ბერნაბეუს” მიღმებს გარეთ, ამიტომაც საგარეო შეხვედრების სტატისტიკური მაჩვენებელი ცალკე იქნება ნაჩვენები.
(ყველა ცხრილში პირველ სვეტში ნაჩვენებია საერთო სტატისტიკა სეზონის მიხედვით, ხოლო მეორეში კი სტატისტიკა გასვლით შეხვედრებში)
2010-2011 წწ-ების სეზონი
სულ ჩატარებული შეხვედრა 29 (6)
გასვლაზე 14(3)
გატანილი გოლი 6
გასვლაზე გატანილი 3
გადაცემა 11
გასვლაზე გადაცემა 3
2011-2012 წწ-ების სეზონი
სულ ჩატარებული შეხვედრა 12 (2)
გასვლაზე 6(1)
გატანილი გოლი 4
გასვლაზე გატანილი 2
გადაცემა 13
გასვლაზე გადაცემა 6
დი მარია მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ თამაშს სეტევაზე და ციფრები ამაზე ნათლად მეტყველებენ:
1. გასვლით შეხვედრებში კარის მიმართულებით დარტყმები წინა წლის 1,9 მაჩვენებლიდან, 2,9-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ფეხბურთელი ნაკლებს ფიქრობს და ადვილად იღებს კარში დარტყმის გადაწყვეტილებას. ის უფრო თავდაჯერებულია საკუთარ შესაძლებლობებში და ჯერა, რომ შეუძლია გოლის გატანა.
2. საგოლე გადაცემების რაოდენობა გაიზარდა 2-დან 2,3-მდე, ხოლო დრიბლინგი შემცდირდა 1,9-დან 1,4-მდე. ამავდროულად მან დაიწყო უფრო ხშირად ბურთის დაკარგვა, ეს მაჩვენებელი 1,7-დან 2-მდე გაიზარდა (მაჩვენებლებში იგულისხმება საშუალოდ ერთ შეხვედრაში). საგოლე გადაცემების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთელი უკეთესად კითხულობს თამაშს და კარგად არის შეთანაწყობებული თანაგუნდელებთან. დრიბლინგი შემცირდა, რაც იმის ნიშანია, რომ დი მარია არ აჩერებს ბურთს, ის ან ურტყამს, ან პასს იძლევა.
3. მაჩვენებელი გოლს+გადაცემა გაიზარდა 2011-2012 წლებში 1,4-მდე , ნაცვლად 2010-2011 წლების 0,56-ისა.
4. საინტერესოა სტატისტიკა დი მარის წინააღმდეგ დარღვეული თამაშის წესების შესახებ. მიუხედავად მისი თამაშის სხვადასხვა ასპექტის გაუმჯობესებისა, მის წინააღმდეგ იმავე რაოდენობით აღღვევენ თამაშის წესს, როგორც ადრე. ამ მაჩვენებლის ახსნა იმით შეიძლება, რომ მას შეუძლია ბურთთამ კარგად ურთიერთობა.
2010-2011 წწ.
სულ ჩატარებული შეხვედრა 29 (6)
გასვლაზე 14(3)
ვარდნა 1,3
ვარდნები გასვლაზე 1,5
ბურთის ჩაჭრა 1
ბურთის ჩაჭრა გასვლაზე 0,9
თამაშგარე -
თამაშგარე გასვლაზე 0,1
ბურთის ართმევა 0,1
ბურთის ართმევა გასვლაზე 0,2
2011-2012 წწ.
სულ ჩატარებული შეხვედრა 12 (2)
გასვლაზე 6(1)
ვარდნა 1,8
ვარდნები გასვლაზე 1,4
ბურთის ჩაჭრა 1,2
ბურთის ჩაჭრა გასვლაზე 1,4
თამაშგარე -
თამაშგარე გასვლაზე -
ბურთის ართმევა -
ბურთის ართმევა გასვლაზე -
როგორც სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ჩანს, თამაშის განმავლობაში განხორციელებული ვარდნების რაოდენობა გაიზარდა 40%-ით 1,3-დან 1,8-მდე, ხოლო გადაცემების ჩაჭრების რაოდენობა კი 50%-ით , 0,9-დან 1,4-მდე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დი მარია უკვე შედარებით ნაკლებად არღვევს თამაშის წესს. ეს მაჩვენებელი 30%-ით 1-დან 0,7-მდე შემცირდა. გასვლით შეხვედრებში მიმდინარე სეზონში ის უფრო ხშირად არღვევს თამაშის წესს, მაგრამ ამის ახსნა იმით შეიძლება , რომ გუნდი უფრო დი ყურადღებას პრესინგს უთმობს , განსაკუთრებული ენთუზიაზმით კი ამ კომპონენტში დი მარია გამოირჩევა.
საერთო ჯამში ტენდენცია-ნაკლები თამაშის წესის დარღვევა, მეტი ჩაჭრები და ბურთის ართმევები-მიუთითებს იმაზე, რომ დი მარია ხშირად აჩერებს შეტევებს თავის ფლანგზე და ამით უიოლებს საქმეს მცველებს.
2010-2011 წწ.
სულ ჩატარებული შეხვედრა 29 (6)
გასვლაზე 14(3)
საგოლე გადაცემა 11
გასვლაზე 3
მნიშვნელოვანი გადაცემა 2
გასვლაზე 1,5
გადაცემების რ-ბა თამაშში 29,2
გასვლაზე 27,9
ზუსტი გადაცემები %-ში 75,8&
გასვლაზე 73,4%
ზუსტი დიაგონალური გადაცემა 0,9
გასვლაზე 0,9
ზუსტი შორეული გადაცემა 2,1
გასვლაზე 1,9
გამჭოლი გადაცემა 0,9
გასვლაზე 0,6
2011-2012 წწ
სულ ჩატარებული შეხვედრა 12 (2)
გასვლაზე 6(1)
საგოლე გადაცემა 13
გასვლაზე 6
მნიშვნელოვანი გადაცემა 2,3
გასვლაზე 1,9
გადაცემების რ-ბა თამაშში 32
გასვლაზე 35,1
ზუსტი გადაცემები %-ში 75,73
გასვლაზე 72,4%
ზუსტი დიაგონალური გადაცემა 1
გასვლაზე 0,7
ზუსტი შორეული გადაცემა 2,4
გასვლაზე 2,3
გამჭოლი გადაცემა 0,9
გასვლაზე 1
1. ზუსტი შორეული და გამჭოლი გადაცემების რ-ბა შესამჩნევად გაიზარდა, განსაკუტრებით გასვლით შეხვედრებში. ასევე სერიოზულად გაიზარდა გადაცემათა საერთო მაჩვენებელი - 28-დან 35-მდე (25%-ით)
2. ზუსტი დიაგონალური გადაცემების რ-ბა იგივე დარჩა. ეს შეიძლება უარყოფითად ჩავთვალოთ.
_________________________________________________________________________________________________
”როსარიო სენტრალი”
თამაში 39
გოლი 6
საგოლე გადაცემა 0
”ბენფიკა”
თამაში 123
გოლი 15
საგოლე გადაცემა 26
”მადრიდის რეალი”
თამაში 73
გოლი 14
საგოლე გადაცემა 33
სულ ჯამში
თამაში 235
გოლი 35
საგოლე გადაცემა 59
დასკვნა
როგორ და რანაირად ახერხებს დი მარია წლიდან წლამდე თამაშის გაუმჯობესებას?
- 29 თებერვალი 2012
- 3 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.