მარსელო : "მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი"
ბრაზილიის ნაკრების მცველმა, მარსელო ვიეირამ განაცხადა, რომ დამწუხრებულია რიკარდო კაკას ნაკრებში გამოუძახებლობით, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს და მას არ აქვს უფლება რაიმე საწინააღმდეგოს თქმის...
"კაკა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისი კლასი ყოველთვის ნებისმიერი გუნდისთვის შესაძლოა იყოს სასარგებლო, მაგრამ მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა მისი გამოძახება. ნამდვილად დამწუხრებული ვარ, რომ ჩემი თანაკლუბელი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ იმყოფება, მაგრამ ეს აუცილებლად გამოსწორდება."
"რიკის ჩამოწერა ნაადრევია, მას შეუძლია ბრაზილიის ნაკრების გაძლიერება. დარწმუნებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე იგი გუნდის დაკვანძო ფიგურა იქნება, მისნაირი ნახევარმცველები არც ისე ბევრნი არიან."
"როდესაც მადრიდს ვტოვებ რიკის ვესაუბრე, მან წარმატებები მისურვა მე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს."
- 28 თებერვალი 2012
- 3 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.